Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იაფფასიან შამპანურს ომს უცხადებენ

საშობაოდ ბრიტანული სუპერმარკეტების ქსელმა Asda-მ და Tesco-მ შამპანური ნახევარ ფასად გაყიდეს. მეღვინეები აღშფოთებულნი არიან, სუპერმარკეტები ცქრიალა ღვინოს ძალიან დიდი ფასდაკლებით ყიდიან, ამით შამპანურის რეპუტაციას ლახავენ, რასაც, შეიძლება, წარმოების შემცირება მოჰყვესო. სუპერმარკეტების პოლიტიკა Comité Interprofessionnel du vin de Champagne-ის (CIVC) წარმომადგენლებმაც გააკრიტიკეს.

CIVC-ის დირექტორმა საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით, ტიბლო ლე მალიუმ მათ საქციელს “მარკეტინგული ოინი” უწოდა. “მყიდველს უჩნდება მცდარი წარმოდგენა, რომ შამპანურის წარმოება ძალზე იაფი ჯდება და ამით სასმლის რაპუტაცია ილახება. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი საქციელით რეთეილერები ტყვიას საკუთარ თავს უმიზნებენ. ისინი შამპანურს დასაშვებზე იაფად ჰყიდიან - თავად მეღვინესაც კი ბევრად ძვირი უჯდება ამ სასმლის წარმოება. მთავარი ის ხომ არ არის, რაც შეიძლება იაფად შესთავაზო მყიდველს საქონელი. ფასი აუცილებლად დაბალანსებული უნდა იყოს,” – განაცხადა ბატონმა მალიუმ.

შამპანურის სახლ Pol Roger-ის დირექტორმა, ნიკ ჯეიმსმა კი ცქრიალა ღვინოების ასე იაფად გაყიდვას სამარცხვინო უწოდა. მისი თქმით, ასეთ საფასო პოლიტიკას შეიძლება შამპანურის რეპუტაცია ემსხვერპლოს.

Lanson -ის სახლის ტოპ-მენეჯერის, პოლ ბივისის თქმით, “2013 წელს შამპანურის ბუმი იყო. შამპანური საშობაოდაც დიდი ფასდაკლებით იყიდებოდა. არა მგონია, რომელიმე ბრენდის მფლობელს ეს მოწონდეს, მაგრამ ბრიტანეთში საქონლის ფასდაკლებით გაყიდვა კანონით ნებადართულია. სუპერმარკეტები ამით სარგებლობენ და მარკეტინგულ ხერხს მიმართავენ.”

დღეისათვის ცქრიალა ღვინოების, ძირითადად Prosecco-სა (იტალიური ცქრიალა ღვინო) და Cava-ს (ესპანური ცქრიალა ღვინო) გაყიდვები დღითიდღე იზრდება, ხოლო შამპანურისა – იკლებს. მწარმოებლებმა და რეთეილერებმა CIVC-ს მოუწოდეს, შესაბამისი ზომები მიიღონ, რომ შამპანურმა კვლავ დაიმკვიდროს ბაზარზე კუთვნილი ადგილი.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.