Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"გლეხებს ვაზის გაჩეხვას არავინ აიძულებს"

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ანალოგიურად კახეთის გუბენატორი გიორგი ღვინიაშვილიც ირწმუნება, რომ არარენტაბელური ვაზის გაჩეხვა თავად გლეხებს სურდათ.

"ჩვენი სულიერი მამის აზრი უპირველესია. პატრიარქის აზრს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს პროგრამა მოდიოდა თავად გლეხებისგან და მხოლოდ უვარგის ვაზს შეეხო, თორემ ვაზის გაჩეხვის წინააღმდეგი ერთ–ერთი მე ვიქნები"–აცხადებს გუბერნატორი.

ღვინიაშვილის განცხადებით, არავითარი ვალდებულება ან დაძალება არ ყოფილა იმ გლეხებისადმი, რომლებმაც უვარგისი ვაზის გაჩეხვა და მის ადგილზე სხვა კულტურის მოიყვანა გადაწყვიტეს.
 
"ლეხის გადასაწყვეტია, რას მოიყვანს აჩეხილი ვაზის ადგილზე. რაც შეეხება ღვინის გაყიდვას, რუსეთის ემბარგოს გამო ღვინის გატანა გაჭირდა, თუმცა შეიძლება მოსკოვს ბოლოს ამისთვის მადლობა ვუთხრათ, რადგან რუსული ემბარგოს შედეგად ევროპის ბაზარზე გავედით,"–აცხადებს ღვინიაშვილი და დასძენს, რომ ხელისუფლება გლეხის შრომის დასაფასებლად და დარგის ასაღორძინებლად 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.
 
 რადიო "კომერსანტი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.