Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გენმოდიფიცირებულ ღვინოზე კამათი გრძელდება

გენმოდიფიცირებული ღვინის საფუარი პირველად ჩრდილოეთ ამერიკაში გამოჩნდა. საფუარს ეწოდება ML01 (მწარმოებელი კომპანია Springer Oenologie).კომპანია აცხადებს, რომ ასეთი საფუარის გამოყენების დროს სპირტის დუღილისა და ფერმენტაციის პერიოდი შემცირებულია და მხოლოდ 5 დღეს გრძელდება.ავსტრალიაში არ ცხრება კამათი გენმოდიფიცირებული ღვინის საფუარის ირგვლივ. პოლ ჩემბერსი, ავსტრალიის ღვინის კვლევითი ინსტიტუტის მოლეკულარული ბიოლოგიის სპეციალისტი, ამბობს, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტების გამოყენება-არგამოყენების საკითხი ერთ-ერთი საკამათო საკითხია ავსტრალიის კვებისა და სპირტიანი სასმელების წარმოებაში და იმედს გამოთქვამს, რომ მევენახეები და მეღვინეები ძალიან მალე შეიცვლიან აზრს გენმოდიფიცირებული ღვინის შესახებ. ჯერჯერობით კი ML01-ის გამოჩენამ ვერც ჩრდილოამერიკულ ბაზარზე მოახდინა გავლენა, რადგანაც ამ პროდუქტს ოფიციალური აღიარება ჯერ არ მოუპოვებია. პოპულარიზაციის ხარისხი დამოკიდებული იქნება შესაძლო რისკებსა და უპირატესობებს შორის თანაფარდობის დადგენაზე.`ML01-ის გამოყენება ხელისუფლებამ რომც მოიწონოს, მთავარი დაბრკოლება მაინც ხალხის აზრი იქნება - როგორ მიიღებს ამას საზოგადოება,` - აღნიშნავს დოქტორი ჩემბერსი.გენმოდიფიცირებული პროდუქციის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ასეთი წარმოშობის პროდუქტები უსაფრთხოა და მთელი რიგი ეკოლოგიური და ფინანსური უპირატესობებით გამოირჩევა.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული