Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფალსიფიცირებული ქართული ღვინოების ახალი პარტია

ევროკავშირის ქვეყნებში ფალსიფიცირებული ქართული ღვინოები ძირითადად რუსულ მაღაზიებში იყიდება და მათი მომხმარებელი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, მეტწილად - რუსეთიდან ემიგრირებული მოსახლეობაა. ამ სეგმენტის საბჭოურ ნოსტალგიას რუსული მაღაზიების მფლობელები ფალსიფიცირებული "დათუნია კამფეტებით", "სგუშონი მალაკოებით", "დოქტორსკი კალბასებითა" და რაღა თქმა უნდა, ქართული დასახელების ღვინოებით აკმაყოფილებენ. თუმცა, ამ ღვინოებს მხოლოდ დასახელება აქვთ ქართული - "ხვანჭკარა", "ახაშენი", "ქინძმარაული", "მუკუზანი", "ოჯალეში" და ა. შ. სხვა მხრივ, მათ საქართველოსთან არანაირი კავშირი არა აქვთ.


ახლახანს "ღვინის კლუბის" წარმომადგენელმა ფალსიფიცირებული ქართული დასახელების ღვინოები აღმოაჩინა ბელგიის ქალაქ ლიეჟში, რუსული მაღაზიის - "ტერემოკის" დახლებზე. გაყალბებული "ხვანჭკარას", "ახაშენისა" და "ქინძმარაულის" ეტიკეტებზე გერმანულად და ფრანგულად აწერია, რომ ეს არის სუფრის ღვინო, ჩამოსხმული ევროკავშირის სხვადასხვა ღვინოებისგან. ჩამოსხმის ადგილად მითითებულია საფრანგეთი, მაგრამ მისამართი ან ქუჩა დაზუსტებული არ არის.
"ღვინის კლუბის" წარმომადგენელმა გასინჯა ფალსიფიცირებული "ხვანჭკარა" და იგი აღმოჩნდა მდარე ხარისხის ღვინო, რომელსაც ნამდვილ "ხვანჭკარასთან" არანაირი კავშირი არა აქვს. ცხადია, ასევე მდარე იქნება სხვა ქართული დასახელების ღვინოებიც.
ევროკავშირის ქვეყნების სავაჭრო ქსელიდან ფალსიფიცირებული ღვინოების ამოღებას, სასამართლოს გზით, ჯერჯერობით არც ერთი ქართული კომპანია არ ცდილობს. საჭიროა უფრო მეტად იაქტიუროს სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც, რომელსაც ევროპელ მაკონტროლებელ სამსახურებზე ზემოქმედების მეტი ბერკეტები აქვს. ნათელია, რომ საქმე გვაქვს საბოტაჟთან, რითაც ნამდვილ ქართულ ღვინოებს რეპუტაცია ელახება და მომხმარებელი ეკარგება. ეს კი აუნაზღაურებელი ზარალია ქართველი ღვინის მწარმობლებისათვის.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.