Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ევროპელები ღვინოს ინტერნეტით ყიდულობენ

ელექტრონული კომერციის უმსხვილესი კომპანია vente-privee.com-ის მონაცემებით, 2013 წელს ინტერნეტვაჭრობით 3,3 მილიონი ბოთლი ღვინო გაიყიდა (+32% 2012 წელთან შედარებით), რამაც თანხობრივად 36 მილიონი ევრო შეადგინა (+20%) ანუ საიტმა მიიღო და დაამუშავა 353 ათასი შეკვეთა.

ამ მონაცემების მიხედვით ექსპერტები აცხადებენ, რომ ღვინის online-გაყიდვები ევროპაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. გამოკითხვისას ისიც გაირკვა, რომ მყიდველთა 59%, რომლებიც პროდუქტს მობილური ტელეფონების საშუალებით ყიდულობენ, მამაკაცები არიან, მათი 58% კი 18-40 წლისაა და მათი უმრავლესობა მზად არის, გადაიხადოს იმაზე მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი კომპიუტერით შეძენისას. “მობილურით გამომწერი” სასურველი ღვინის შესაძენად საშუალოდ 97 ევროს ხარჯავს ანუ 12 პუნქტით მეტს, ვიდრე ჩვეულებრივი online-მყიდველი. Vente-Privee საფრანგეთის უმსხვილეს მწარმოებლებთან თანამშრომლობს. ასეთივე სიტუაციაა იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაშიც. იმისათვის, რომ მოზღვავებული შეკვეთები სრულად დაკმაყოფილდეს, ბურგუნდიაში ახალი გამანაწილებელი ცენტრი შენდება, რომელიც მხოლოდ ღვინის მიწოდებაზე იქნება ორიენტირებული.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.