Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დიეტური შამპანური ქალბატონებისთვის

ბრიტანელმა ყოფილმა ჟურნალისტმა, ამანდა ტომპსონმა, რომელიც დღეს ფრანგული ღვინოების ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტია, განსხვავებული შამპანური შექმნა. ქალბატონმა ტომპსონმა ღვინის სამყაროს Brut Nature Cuvée Grand Cru წარუდგინა. ამ შამპანურის ერთი ბოკალი მხოლოდ 60 კალორიას შეიცავს, სხვა დანარჩენ ცქრიალა ღვინოებს კი განსაკუთრებულად ჭარბი კალორიულობა ახასიათებთ. შამპანური ნამდვილი საჩუქარია მათთვის, ვინც საკუთარ ჯანმრთელობასა და ფიგურას განსაკუთრებით უფრთხილდება – ქალბატონებისთვის.

ამანდა ტომპსონი ექსპერტობამდე რეპორტიორად მუშაობდა და ქვეყნის ელიტურ ცხოვრებას აშუქებდა. სამსახურის გამო ის ხშირად ესწრებოდა მაღალი ფენის წვეულებებს და შამპანურსაც ხშირად მიირთმევდა. ამის გამო კი გამუდმებით წუხდა – სასმლის მაღალკალორიულობის ამბავი ხომ ყველას კარგად მოგვეხსენება. ამანდამ გადაწყვიტა, ისეთი შამპანური შეექმნა, რომელიც ქალბატონების გარეგნობას საფრთხეს არ შეუქმნიდა. კარგა ხნის ძიების შემდეგ მან იპოვა მეღვინე - ალექსანდრ პენე - რომელიც მზად იყო მისი იდეის განსახორციელებლად.

ქალბატონმა ტომპსონმა BBC-ს ჟურნალისტობაზე უარი თქვა და ოჯახთან ერთად პარიზში გადასახლდა. თავდაპირველად, ელიტურ კულინარიულ სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი შამპანში, პენეს საოჯახო მარანში დაიწყო მუშაობა. ჟურნალისტისა და მეღვინის ერთობლივი ნამუშევარი - დიეტური შამპანური Brut Nature Cuvée Grand Cru - დღეს უკვე რეალობაა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ აღნიშნული სასმელი საგანგებო ტექნოლოგიით არ არის დამზადებული – სხვა შამპანურებისაგან განსხვავებით მას დუღილისას შაქარს არ უმატებენ. სწორედ ამიტომ, სასმელი ბევრად ნაკლებ კალორიას შეიცავს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული