Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ექსპერტები მეღვინეებს ამხელენ

ამერიკელმა ექსპერტებმა მოამზადეს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ღვინოში ალკოჰოლის შემცველობის ზრდა კლიმატურ ცვლილებებსა და გლობალურ დათბობას  არ უკავშირდება, როგორც ამას მეღვინეები ამტკიცებენ.

ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ბევრი მეღვინე თავად ამაგრებს სასმელს, ეტიკეტზე კი არასწორ მონაცემებს აფიქსირებს.

კვლევის ჩატარებისას ექსპერტებმა გააანალიზეს 1992-2009 წლების კლიმატის ამსახველი მონაცემები, გამოიკვლიეს ღვინის 129 123 ნიმუში, მათგან 80 ათასზე მეტი წითელი, 47 ათასი კი –თეთრი ღვინის სახეობა იყო.

ექსპერიმენტისთვის ღვინოები მთელი მსოფლიოდან შეაგროვეს. საბოლოო ჯამში მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ღვინის მწარმოებელი ქვეყნების უმრავლესობაში ტემპერატურა უფრო ნელა მატულობდა, ვიდრე ალკოჰოლის მაჩვენებელი მათსავე ღვინოში. აქედან გამომდინარე, ტემპერატურის ზრდა ვერ იქნება დასახელებული ალკოჰოლის სიმაგრის პროცენტული მაჩვენებლის მატების მთავარ ფაქტორად.

კვლევამ აჩვენა, რომ უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში ღვინის სიმაგრე 1.12%-ით გაიზარდა. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ თუკი ტემპერატურული ინდექსის ცვალებადობას დავეყრდნობით, მაშინ სასმელში ალკოჰოლის შემცველობის მატება წელიწადში 0.05%-ს არ უნდა აღემატებოდეს, რაც 18 წლის განმავლობაში ალკოჰოლის წილის არაუმეტეს 0.9%-იან ზრდას გამოიწვევდა. სპეციალისტთა დაკვირვების თანახმად, იმისთვის, რომ ღვინოში ალკოჰოლმა თუნდაც 1 გრადუსით მოიმატოს, ყურძნის ვეგეტაციის პერიოდში ტემპერატურა საშუალოდ 6.67 გრადუსით უნდა იყოს გაზრდილი.

სპეციალისტებმა სასმლის ეტიკეტებზე დატანილი ალკოჰოლის შემცველობის მაჩვენებელი და რეალური სიმაგრეც შეადარეს ერთმანეთს. აღმოჩნდა, რომ სასმლის 100 000 ნიმუშიდან 57%-ს ალკოჰოლის უფრო დაბალი შემცველობა ჰქონდა, ვიდრე ეს ეტიკეტზე იყო მითითებული. ეს ტენდენცია განსაკუთრებით ამერიკული წარმოების წითელი ღვინოების შემთხვევაში გამოიკვეთა. მათ მიერ წარმოებულ ღვინოში ალკოჰოლის შემცველობა საშუალოდ 0.45 გრადუსით ნაკლები აღმოჩნდა რეალურზე.

აღნიშნული კვლევის წამყვანი სპეციალისტისა და ავტორის, კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლის –დევის ჯულიან ელსტონის თქმით,  მეღვინეებს ხელს აძლევს ღვინის სიმაგრის შესახებ ინფორმაციის დამახინჯება და ეს სულაც არ არის შემთხვევითი. ამერიკაში ფედერალური აქციზი 14% და ნაკლებგრადუსიანი სიმაგრის ღვინოზე შეადგენს გალონზე (დაახლ. 3.8 ლ) 1.07 დოლარს,  ხოლო 14.1-21%-ის შემთხვევაში გალონზე –1.57 დოლარს.

ამრიგად, ჩატარებული კვლევის შედეგად ექსპერტები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ღვინოში ალკოჰოლის წილის პროცენტული ზრდა უმეტეს შემთხვევაში თვით მეღვინეების მიერ არის ხელოვნურად გამოწვეული და მსოფლიოში მიმდინარე კლიმატურ ცვლილებებს არ უკავშირდება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.