გამოქვეყნებულია: 15 მაისი, 2011 - 15:57
ცნობილი გახდა, რომ ამა წლის 23 და 24ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი შტატის, კერძოდ კი, ვისკონსინის ღვინოების კონკურსი გაიმართება. ვისკონსინი, რომელიც აქამდე მხოლოდ რძის პროდუქტების, განსაკუთრებით კი ყველის, წარმოებით იყო ცნობილი, დღეს უკვე ცდილობს მეღვინეობის დარგშიც თქვას თავისი სიტყვა.
კონკურსის ორგანიზატორები არა მარტო ადგილობრივი წარმოების ღვინოების სადეგუსტაციო კონკურსს გეგმავენ, არამედ ცივი კლიმატის პირობებში მომუშავე სხვა მეურნეობებისა და მარნების მოწვევასაც აპირებენ. ექსპერიმენტის სახით კონკურსზე დამატებით დაუშვებენ ხილისა და თაფლის ღვინის კატეგორიას მწარმოებლებისთვის.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი