Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბრიტანელთა ლოთობაში სტუდენტებს ადანაშაულებენ

ბრიტანელი ისტორიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გაერთიანებული სამეფოს მკვიდრთა მასობრივ ლოთობაში დამნაშავენი არიან... სტუდენტები. ნისლიან ალბიონზე სწორედ მათ ჩაუყარეს საფუძველი სმის კულტურას, ოღონდ შორეულ XVI საუკუნეში. კემბრიჯის უნივერსიტეტის დოქტორი ფილ უიტინგტონი აცხადებს, რომ XVI, XVII და XVIII საუკუნეებში ბრიტანელმა სტუდენტებმა ერი განუზომელ სმას მიაჩვიეს. მისი თქმით, დაახლოებით 450 წლის წინ ბრიტანეთში ჩამოყალიბდა განათლებულ და მდიდარ ადამიანთა კლასი, რომელიც ძალზე აფასებდა საუბრის ხელოვნებას, მჭევრმეტყველებასა და მახვილგონიერებას. ამასთან, შეძლებული ინტელექტუალები თავს ალკოჰოლური სასმელებით განებივრების  უფლებას აძლევდნენ, რაც მათ საუბარს კიდევ უფრო მეტ სილაღესა და ეშხს მატებდა. ცნობილია, რომ XVI-XVII საუკუნეებში დიდ ბრიტანეთში მკვეთრად გაიზარდა სკოლებისა და უნივერსიტეტების რაოდენობა, შესაბამისად, სულ უფრო მეტი ახალგაზრდა იღებდა განათლებას და ალკოჰოლის ხიბლსაც ეზიარებოდა. ამ ყოველივემ გავლენა იქონია როგორც ქვეყნის პოლიტიკასა და კანონებზე, ისე ლიტერატურასა და სოციალურ კულტურაზე, სმის ჩვეულება კი ელიტური წრეებიდან ფართო მასებზეც გავრცელდა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული