Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბორდოს სახელგანთქმული მარნის მესამე ღვინო

წელს ბორდოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მარნის - შატო მარგოს - მესამე ღვინო Margaux de Château Margaux 2009 გამოვა ბაზარზე. მესამე ღვინო იმ ყურძნისაგან დაწურეს, რომელიც მეორე ღვინისChâteau Margaux, Pavillon Rouge-ისათვის გამოუსადეგარი აღმოჩნდა (ე.წ. მეორე ღვინოების შესახებ ჩვენი გაზეთის ერთ-ერთ ნომერში ვწერდით). შატოს მმართველის პოლ პონტალიეს თქმით, მათ ღვინო Margaux de Château Margaux 2009 უკვე ჩამოასხეს და 3000 ყუთში დააფასოეს. ამ ღვინის დიდ ნაწილს შემოდგომაზე, წინასწარი გაყიდვების (en primeur) დასრულებისთანავე გამოიტანენ, თუმცა რა ეღირება, ჯერ თავადაც არ იციან. Margaux de Château Margaux 2009-ის დაყენების იდეა ძალიან მარტივად წამოიშვა – ამ წელს იმდენად კარგი მოსავალი მოვიდა, რომ Pavillon-ისათვის გადარჩეული ყურძნიდანაც მშვენიერი მტევნები დარჩა. სხვა დროს ასეთ ყურძენს მხოლოდ AOC Margaux-ის წარმოებისათვის თუ იყენებდნენ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული