Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბორდო ჩინელების ხელში გადადის

ჩინურმა კომპანია Cofco–მ ბორდოში ოც ჰექატრზე გაშენებული ვენახები შეიძინა: გრან კრუს კატეგორიის ვენახი პომროლში და მეურნეობა შატო დე ვიო (Chateau de Viaud). ნეგოციანტი ფილიპ რაუ, რომელიც ამ მამულებს უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში ფლობდა, არ ახმაურებს ამ გარიგების საფასურს, თუმცა ექსპერტების გათვლით, ვენახები ათ მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაიყიდებოდა. მართალია, კომპანია Cofcoჩინეთის სასურსათო ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა, მაგრამ მისი აქციების დიდ წილს სახელმწიფო ფლობს. შეიძლება ითქვას, რომ ბორდოში ვენახების შეძენა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩინეთის ხელისუფლება უდიდეს ყურადღებას აქცევს მეღვინეობის განვითარებას. ღვინის მოხმარება ჩინეთში წელიწადში სულზე 0,5 ლიტრს არ აღემატება, მაგრამ ეს მონაცემები დღითიდღე იზრდება. ჩინეთის ბაზარი ყველანაირი ალკოჰოლის მწარმოებელთათვის უდიდესია მსოფლიოში, ბორდოს ღვინოებზე მოთხოვნა კი ყველანაირ რეკორდს აჭარბებს. სწორედ ამ მიზეზის გამო ფრანგმა ნეგოციანტებმა ერთი წლის წინ ტიანცზინში ღვინის ცენტრი გახსნეს. კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ბორდოს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის ჩინეთის როლის მნიშვნელობაზე მიუთითებს, ისაა, რომ სახელგანთქმული შატო მუტონ-როტშილდის ახალი ეტიკეტი ჩინელ მხატვარს, სიუ ლის შეუკვეთეს.

 შატო დე ვიოს ყიდვა ჩინელთა მხრიდან ბორდოში დამკვიდრების პირველი მცდელობა არ არის. 2008 წელს ჩინელმა ინვესტორებმა შატო ლატურ-ლაგენი, 2009-ში შატო რიშელიე, 2010-ში კი შატო შენიუ ლაფიტი შეიძინეს. ასე რომ, ბორდოს მამულები თანდათან ჩინელების საკუთრებაში გადადის და ეს ტენდენცია სულ უფრო მზარდი ხდება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.