Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბერები ლუდს ინტერნეტით ყიდიან

როგორც ცნობილია, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ბერები ხდიდნენ და ხდიან ლუდს თავიანთ სენაკებში. თუმცაღა, იცვლება დრო და მასთან ერთად იცვლებიან სასულიერო მოღვაწენიც. ახლახან ბელგიელმა ლუდის მწარმოებელმა ბერებმა თავიანთი პროდუქტის ინტერნეტით გაყიდვა დაიწყეს. ეს იდეა ბელგიის პროვინციაში, დასავლეთ ფლანდრიაში მდებარე ბერ-ტრაპისტთა სააბატოში გაჩნდა. ტრაპისტი – კათოლიკური რელიგიური ორდენია, რომელიც ცნობილია თავისი მკაცრი წესებით. ორდენის ბერები ბელგიაში პოპულარულები მაგარი ლუდის – Westvleteren-ის წყალობით გახდნენ, რომელსაც საკუთარ ლუდსახარშში ამზადებენ.

ბელგიელი ტრაპისტები ლუდს XIX საუკუნის დასაწყისიდან ხარშავენ. ისეთი მარკების პროდუქცია, როგორებიცაა Achel, Chimay, Orval და სხვები ახლა ძალიან პოპულარული გახდა. ბერების მიერ დამზადებული ლუდის სიმაგრე 12 გრადუსს აღწევს. მისი განსაკუთრებულობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ბოთლს ეტიკეტი არ გააჩნია, ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი მათი საცობების ფერია.

თუმცაღა, შესანიშნავი ლუდი, რომელიც მონასტრის კედლებში იხარშება, ყველასთვის ხელმისაწვდომი როდია. ჯერ ერთი, ბერები მას შეზღუდული რაოდენობით უშვებენ, მეორეც, მისი დაგემოვნება ან მონასტრის ახლოს მდებარე კაფეშია შესაძლებელი, ან უშუალოდ ლუდსახარშში, ძმობის მკაცრი წევრები კი ტერიტორიაზე ყველას არ უშვებენ. გამოსავალს თავად ბელგიელმა ბერებმა მიაგნეს: ლუდის გაყიდვა ინტერნეტით დაიწყეს, შეკვეთებს ტელეფონითაც იღებენ. მართალია, არ კონკრეტდება, მიუწვდებათ თუ არა მათ ხელი ქსელზე მონასტერში, მაშინ ეს მსოფლიოში პირველი სამონასტრო თანამეგობრობა იქნებოდა კომერციული გამოსვლით მსოფლიოს ქსელში.

აღსანიშნავია, რომ ლუდის ხარშვით მხოლოდ ბელგიელი ბერები როდი არიან დაკავებულნი, სხვა ქვეყნის რელიგიური მოღვაწენიც არიან ამ საქმეში ჩართულები. ბრიტანელმა მღვდელმა გოდფრი ბროსტერმა ლუდის ხარშვა იმისთვის დაიწყო, რომ ეკლესიის ხარჯებისთვის საჭირო თანხა გამოიმუშავოს. ბროსტერმა საკუთარი ლუდსახარში გახსნა, სადაც სამი სახის ლუდს ამზადებს. "ღვთიურ" სასმელზე მოთხოვნა ძალზე დიდია, რასაც მღვდელი არაფრით ელოდა.

კათოლიკე მღვდელი გერმანიიდან, მიხაელ ფეი კი არა მხოლოდ ამზადებს ლუდს, მან ქაფიანი სასმელის საკუთარი, უნიკალური მეთოდიც შეიმუშავა. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ღვთის მსახური ლუდს შინ, სარეცხ მანქანაში ხარშავს. ამ მიზნით მან სარეცხი მანქანა გადააკეთა და მას კომპიუტერი მიუერთა, რომელზეც ჩაწერილია ლუდის ხარშვის სპეციალური პროგრამა. მიხაელ ფეიმ ლუდის ხარშვა იმ მიზნით წამოიწყო, რომ იაფფასიანი ლუდით მოამარაგოს ახალგაზრდები, რომლებიც მისსავე ორგანიზებულ პიკნიკებში იღებენ მონაწილეობას.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული