გამოქვეყნებულია: 24 ოქტომბერი, 2012 - 16:08
<<<<<<<<<<<
ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასა და კონტროლს ორი ახალი ქართული ლაბორატორია უზრუნველყოფს. პროექტის პრეზენტაცია გუშინ სასტუმრო „თბილისი-მერიოტში“ გაიმართა. აღნიშნული ინიციატივა (USAID) ამერიკის საერთაშორისო განვითარების ფონდთან არსებულ ორ ორგანიზაციას - “ამერიკის ეროვნული სტანდარების ინსტიტუტს” და “ეკონომიკური განვითარების ინიციატივას” ეკუთვნის. ქართული პროდუქციის ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორიები მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო მნიშვნელობის აკრედიტაციის მოსაპოვებლად.
ფონდის წარმომადგენლების განცხადებით, ლაბორატორიების არსებობა ერთგვარი გასაღებია საექსპორტო ბარიერების გადასალახად, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ქართული პროდუქტების მდგომარეობას მსოფლიო ბაზარზე. შეგახსენებთ, რომ ქართული ღვინის გარდა, ლაბორატორიებში მინერალური წყლის, თხილის, ხილისა და ბოსტნეულის ხარისხის კონტროლიც განხორციელდება.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
გაზეთი “ნიუ-იორკ თაიმსი” ქართული ქვევრის ღვინის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომლის ავტორი გახლავთ ამერიკელი ღვინის მწერალი - ელის ფეირინგი. ამ ავტორის შესახებ წინა გადაცემებში რამდენჯერმე ვისაუბრეთ. სტატიაში ელისი საქართველოში გატარებულ დღეებს, დეგუსტავციებს, ღვინის კომპანიებს და იმ ადამინებს იხსნებს, რომლებმაც მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს. ჯიშებიდან იგი გამოყოფს - “ქისს”, “მწვანეს” და “საფერავს”, მარნებიდან კი - “ალავერდის მონასტერს” და “ხოხბის ცრემლებს” ასახელებს და ხაზს უსვამს ღვინის დაყენების მათთან არსებულ უძველეს ტრადიციებს. ქართველ მეღვინეს იაგო ბიტარიშვილს ამერიკელი ღვინის მწერალი “ჩინურის” დიდოსტატად ასახელებს. ელის ფეირინგი მსოფლიოს მეღვინეებს ურჩევს “ღვინის პილიგრიმობა” სწორედ აღმოსავლეთ საქართველოდან დაიწყონ. სტატიის სრული ვერსიის ნახვა “ნიუ-იორკ თაიმსის” ვებ-გვერდზე შეგეძლებათ.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
მსოფლიო ღვინოების კატალოგში, როემელიც ერთ-ერთმა კანადურმა გამომცემლობამ გამოსცა ქართული ღვინოც მოხვდა. ეს არის - „მარანის მწვანე“. წიგნის ქვესათაური დაახლოებით ასე ჟღერს: „100 ტოპ-ღვინო, რომლის ფასი 20$-მდე მერყეობს“. ამ ჩამონათვალში მწვანეს ფასი 11.90$ განისაზღვრება. წიგნის ავტორები არინ ღვინის სპეციალისტები - ჯეიმს ნევისონი და კენჯი ჰადსონი. (Kenji Hodgson). წიგნის ყიდვა ამაზონზე (amazon.com) 15 დოლარად შეგეძლებათ.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
საქართველოს და ინგლისის გარდა, ყურძნის მოსავლის სიმწირეზე საფრანგეთშიც ალაპარაკდნენ. მიზეზად კვლავ სტიქიურ მოვლენებს - სეტყვას, გვალვას და სიცივეებს ასახელებენ. აღსანიშნავია, რომ არახელსაყრელმა ამინდმა ღვინის ცნობილი ფრანგული რეგიონები - შამპანი და ბურგუნდიაც დააზარალა, რაც უარყოფითდ იმოქმედებს შარდონედან დამზადებულ ღვინის რაოდენობასა და ხარისხზე. ასეთივე სიტუაციაა იტალიაშიც. მეღვინეების თქმით, ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ეს იქნება ყველაზე დაბალმოსავლიანი რთველი მთელს ევროპაში.
© რადიო "ცხელი შოკოლადი"
თქვენი კომენტარი