Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი Novello

იტალიაში დაიწყო წლევანდელი ახალგაზრდა ღვინის – Novello-ს მოსავლის გაყიდვების სეზონი. ამის აღსანიშნავად პარასკევს საღამოს ბარებში, პაბებში და რესტორნებში სპეციალური სადღესასწაულო დეგუსტაციები გაიმართა. ბაზარზე უკვე გატანილია დაახლოებით 5 ევროდ ღირებული 8 მილიონი ბოთლი ღვინო 200 იტალიელი მეწარმისაგან, რომელიც ბოლო კვირეების განმავლობაში შეგროვდა. ამჯერად Novello-მ ბაზარზე მოხვედრის სისწრაფით ფრანგულ ბოჟოლე ნუვოსაც გაუსწრო. წლევანდელი Novello-ს დიდი ნაწილი ვენეტოს რეგიონში დამზადდა, კარგი მოსავალი ჰქონდა ტოსკანასა და სარდინიის რეგიონებსაც. Novello ეს ის სასმელია, რომელიც პირველ ყოვლისა მდიდარი არომატული ბუკეტით გამოირჩევა და პრაქტიკულად ყველა კერძთან მიდის. მას ძირითადად ახალგაზრდები მიირთმევენ. Novello ზამთრის დადგომამდე უნდა დაილიოს, რადგანაც მალე ფუჭდება. საინტერესოა, რომ ამ ღვინოს მომხრეებიც ყავს და მოწინააღმდეგეებიც. უკანასკნელთა არგუმენტით სწრაფი დაყენებისა და ხილის ზედმეტი არომატის გამო ამ სამელს ნამდვილ წითელ ღვინოსთან საერთო არაფერი აქვს.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული