Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ავსტრალიელები და ფრანგები ჩინეთის ბაზრისთვის იბრძვიან

ახალი ფინანსური კრიზისის მოლოდინში მსოფლიო ღვინის ბაზარზე სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა - ამერიკელები და ბრიტანელები უკვე აღარ ყიდულობენ იმდენ ღვინოს, რამდენსაც ადრე. ახლა ღვინის უდიდესი მომხმარებლები უკვე ჩინელები არიან. სწორედ ამის გამოა, რომ ღვინის მწარმოებელი კომპანიების უმრავლესობა ჩინეთის ბაზარზეა ორიენტირებული. თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს არც ავსტრალიელები ჩამორჩნენ. ავსტრალიური ღვინის კომპანია Penfoldsსულ მალე აპირებს შანხაიში ახალი ღვინო – Special Bin 620 გამოუშვას. “აქამდე არასოდეს გამოგვიშვია ღვინო ავსტრალიის ფარგლებს გარეთ ასეთი მასშტაბით” – აღნიშნა კომპანიის საერთაშორისო გაყიდვების ბრენდ-მენეჯერმა სენდი მეიომ.Aახალი ღვინო იმდენივე ეღირება, რაც საუკეთესოდ აღიარებული ავსტრალიური ღვინო - Grange Hermitage ღირს, მისი ფასი კი 548 დოლარი გახლავთ. ჩინეთი ავსტრალიური ღვინის გასაღების ყველაზე დიდ ბაზრად იქცა, სადაც ლიტრი ღვინო 9,95 დოლარზე მეტი ღირს. გასულ წელს ჩინელებმა 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იმპორტირებული ღვინო შეიძინეს, რაც 2009 წლის მონაცემებზე 61%-ით მეტია. საკუთრივ ავსტრალიური ღვინის ექსპორტი ჩინეთში 2010 წელს 32%-ით გაიზარდა, სამაგიეროდ, აშშ-ში 20%-ით, დიდ ბრიტანეთში კი - მთელი 33%-ით შემცირდა. საინტერესოა, რომ ჩინეთში იმპორტირებული ღვინო თითქმის იმ რაოდენობისაა, რამდენიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში იმპორტირებული ერთად. თუმცა ჩინეთის ბაზრის დასაპყრობად მხოლოდ ავსტრალიელები როდი იღვწიან. ამ სეგმენტში უკვე კარგა ხანია, პირველობას არავის უთმობენ ფრანგი მეღვინეები - ჩინეთში იმპორტირებული ღვინის თითქმის ნახევარი ფრანგულია. გაყიდვების მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად ფრანგები სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. მაგალითად, Chateau Lafite Rothschild-მა და Chateau Mouton Rothschild-მა საკუთარი წარმოების ღვინის ბოთლების ეტიკეტები ჩინური იეროგლიფებით დაამშვენეს და დიზაინიც ტრადიციულ ჩინურ სტილში გადაწყვიტეს. ბურგუნდიელმა მეღვინეებმა კი ჩინელთათვის ღვინის ტურებისა და დეგუსტაციების ორგანიზება დაიწყეს. ჩინურ ბაზარზე ჯერჯერობით ბორდო ლიდერობს, თუმცა ელიტური ღვინოებით თავის განებივრების უფლებას ბევრი ჩინელი ვერ ახერხებს. ასეთ მომხმარებელს, რასაკვირველია, უფრო დაბალფასიანი ღვინო უნდა შესთავაზო. თავის მხრივ, ფრანგებს არც ავსტრალიელები უდებენ ტოლს და სხვადასხვა მარკეტინგული ხერხით ცდილობენ გაყიდვების გაზრდას. მაგალითად, ერთმა ოჯახურმა საწარმომ, რომელსაც Bird in Hand ეწოდება, ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში ღვინის ორი ბუტიკი გახსნა და ისინი საკუთარი მარნის სტილში გადაწყვიტა. ამ ბუტიკებში განთავსებულია სადეგუსტაციო დარბაზები, რომლებიც ავსტრალიიდან ჩამოტანილი ნამდვილი ვაზის ნერგებით არის გაფორმებული. კომპანია Penfoldsგეგმავს მთელი ჩინეთის მასშტაბით გახსნას ელიტური ღვინის ბარები, სადაც მათი საუკეთესო ღვინოები - Grange Hermitage, Bin 389, Bin 407 და  Bin 707გაიყიდება, ერთი ბოთლი ღვინის ფასი კი საშუალოდ 39,8 დოლარი იქნება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული