Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

არგენტინაში რთველი დასასრულს უახლოვდება

არგენტინელი მევენახეები ძლიერმა სიცხემ აიძულა ყურძნის მოსავლის აღება ჩვეულებრივზე ერთი კვირით ადრე დაეწყოთ. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, მოსავლის რაოდენობა წელს დაახლოებით 20%-ით ნაკლები იქნება. Uco Valley-სა დაLujan-ისვენახების მმართველი ბატონი მუნიანი აღნიშნავს, რომ ნოემბერსა და დეკემბერში ტემპერატურა განსაკუთრებით მაღალი იყო. უკვე 18 მარტისთვის მთელი ქვეყნის ზვრებიდან დაახლოებით 950 ათასი ტონა ყურძენი იყო დაკრეფილი. ამ მოსავლის ყურძენში შაქრიანობა მეტია, მჟავიანობა კი ჩვეულებრივზე დაბალია. ბატონი მუნიანის თქმით, ეს პროდუქციის ხარისხზე დადებითად აისახება: წლევანდელ მოსავალში მჟავიანობის დონე ბუნებრივი ფაქტორებით არის გამოწვეული, რაც, როგორც წესი, ღვინის წარმოებაში მხოლოდ მცირე კორექტირებას მოითხოვს ხოლმე. გარდა ამისა, მარტის ბოლოს დაჭერილმა სიცივეებმა არგენტინელ მეღვინეებს იმედი გაუჩინა, რომ მალბეკში - რომლითაც სამართლიანად ამაყობს არგენტინა - მოსავლის აღება ჩვეული გრაფიკით წარიმართება და ყურძენიც შესანიშნავი ხარისხის იქნება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული