Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

არაყი რეჟისორისგან

ავსტრალიელმა ბაზ ლურმანმა, "მულენ რუჟისა" და "დიდი გეტსბის" რეჟისორმა, არყის წარმოება დაიწყო. ლურმანმა ცნობილ ბრენდ Absolut-თან ერთად ფორთოხლის არომატიანი Absolut Oz გამოუშვა. იმისათვის, რომ არაყი განსაკუთრებული გამოსულიყო, რეჟისორი შვედეთში, Absolut-ის ქარხანაში ჩავიდა და სხვადასხვა ინგრედიენტებით ექსპერიმენტს ადგილზევე ატარებდა.

რეჟისორმა ახალი სასმელი ავსტრალიას და მის დაუვიწყარ პლაჟებს მიუძღვნა. ლურმანი გვარწმუნებს, რომ ის, ვინც Absolut Oz-ს გასინჯავს, მაშინვე ავსტრალიის პლაჟებზე “გადაინაცვლებს”. არყის გარდა კინორეჟისორი საზოგადოებას ასევე პლაჟის თემაზე შექმნილ ოთხ კოქტეილს სთავაზობს: the Tame-Glama, the Hells Bells Beach, the Cable Beach Stairway to the Moon და the South Avoca Elevator.

როგორც თავად ლურმანმა განაცხადა, კოქტეილების შექმნისას “იმ წუთებზე ფიქრობდა, როცა მზე ჰორიზონტზე იკარგება და დგება ჯადოსნური წუთები”. Absolut-ის შვილობილი კომპანია Pernod Ricard-ის ავსტრალიის ფილიალის ტოპმენეჯერმა ჟულიენ ჰემარდმა განაცხადა, რომ რეჟისორთან ურთიერთობა მათთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. “Absolut-თან თანამშრომლობისას ბაზმა სწორად განსაზღვრა ავსტალიის ღირსება.” 

არაყი Absolut Oz ბაზარზე ამ თვეშივე, შეზღუდული რაოდენობით გამოვა და ერთლიტრიანი ბოთლი 54,99 დოლარი ეღირება.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული