ტრენინგს გაუძღვებიან, მევენახეობ–მეღვინეობის მკვლევარი გიორგი ბარისაშვილი და მეღვინე იაგო ბიტარიშვილი.
„ღვინის კლუბი“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით აგრძელებს ახალ საგანმანათლებლო პროექტს მცირე მარნებისა და რეგიონული ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. პროექტი ერთწლიანია და ამჯერად იგი გურიასა და სამეგრელოს რეგიონებს მოიცავს. პროექტი გულისხმობს ღვინო და გასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მქონე სოფლებში მევენახე-მეღვინეებისა და დამწყები მცირე და საშუალო მარნების მოძიებასა და მათთვის საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებას.
ტრენინგი 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება და დასრულების შემდეგ ჯგუფი ესტუმრება ერთ-ერთ ადგილობრივ მწარმოებელს, სადაც ვენახსა და მარანში უშუალოდ გაეცნობა რთველისთვის მზადების დეტალებს.
ტრენინგის სამიზნე ჯგუფია - ღვინის ტურიზმით დაინტერესებული ღვინის მწარმოებლებიდასწრება თავისუფალია, ადგილები შეზღუდულია, რეგისტრაცია დასრულდება ადგილების შევსებისთანავე.რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.ge ან დარეკეთ ნომერზე: 598 30 86 88
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი