Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ამერიკელებმა ღვინო ოკეანის ფსკერზე დაავარგეს

ამერიკელებმა ღვინის სფეროში მორიგი ექსპერიმენტი ჩაატარეს - ღვინის სახლ Mira-ს ტექნოლოგებმა ჩარლსტონის ყურეში (სამხრეთ კაროლინას შტატი), მყვინთავების დახმარებით ოკეანის ფსკერზე 2009 წლის Cabernet Sauvignon-ის ოთხი კეისი ღვინო ჩაიტანეს დასაძველებლად და როგორც თავად აღნიშნავენ, სრულიად წარმოუდგენელი შედეგი მიიღეს. "ასეთი რამ ამერიკაში ჩვენამდე არავის გაუკეთებია. პირველები ჩვენ ვართ და შედეგიც საოცარი მივიღეთ," - განაცხადა მეღვინე გუსტავო გონსალესმა. ამ ექსპერიმენტის მიზანი იყო, შეედარებინათ როგორ დავარგდებოდა ერთსა და იმავე დროს დაწურული ღვინო ოკეანის ფსკერზე და ჩვეულებრივ პირობებში. როგორ იმოქმედებდა დაძველებისათვის საჭირო უმთავრესი ფაქტორები - ტემპერატურა, ტენიანობა, წნევა, მოძრაობა, სინათლე და ჟანგბადი (ან რომელიმე მათგანის არარსებობა) წყალსა და ხმელეთზე. "ღვინო - ეს არის ხელოვნებაც და ურთულესი მეცნიერებაც. სასურველ შედეგს რომ მივაღწიოთ, დავარგების პროცესი, ჩვეულებრივ, მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს. ექსპერიმენტისას კი ჩვენ ვიკვლევდით, რა გავლენა ჰქონდა ღვინოზე ოკეანის მიქცევა-მოქცევას, ტალღებსა და წყლის ტემპერატურას," - განაცხადა ბატონმა გონსალესმა. ოკეანეში თებერვალში ჩატანილი ბოთლები წყლიდან 21 მაისს ამოიღეს. ექსპერტებმა სასმელი დააგემოვნეს და აღიარეს, რომ საოცარი შედეგი მიიღეს. მათ ხმელეთზე დავარგებული ღვინო "ოკეანეში მყვინთავს" შეადარეს და განაცხადეს, რომ ნამდვილი სასწაულის მომსწრენი გახდნენ. რადგან ამ ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა, ამერიკელი ტექნოლოგები გეგმავენ, რომ შემდეგ ჯერზე ორჯერ მეტი რაოდენობის ბოთლი ჩაუშვან ოკეანეში და თანაც ორჯერ მეტ ხანს დატოვონ ფსკერზე. მორიგი ექსპერიმენტის განხორციელებას კი უკვე შემოდგომაზევე შეუდგებიან. Mira-ს პრეზიდენტის - ჯიმ დაიკის განცხადებით, ღვინის ტექნოლოგები უკვე ცდილობენ გაარკვიონ, რა გავლენას ახდენს ოკეანე ღვინის დაძველებაზე, წყლიდან ამოღებულ ღვინოს კი ქიმიური ანალიზი უტარდება. ამის შემდეგ ის ბაზარზეც გამოჩნდება და თითო ბოთლი ათას დოლარად გაიყიდება. 
   
© ღვინის კლუბი/Weekend
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული