Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ალკოჰოლი და დონ ჟუანები

ორეგონის უნივერისტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ალკოჰოლის მიღების შემდეგ მამაკაცები უფრო აღვირახსნილნი ხდებიან, ქალებს კი ჩახუტება-მოფერების სურვილი უჩნდებათ. ამის გასარკვევად მეცნიერებმა ცდები მღრღნელებზე, კერძოდ კი მემინდვრიებზე ჩაატარეს, რადგან მათთვის არც მონოგამიაა უცხო და არც ალკოჰოლისადმი განსაკუთებული სიყვარული. ექსპერიმენტისას მღრღნელების ერთ ჯგუფს, რომელშიც რამდენიმე “ოჯახურ წყვილი” იყო გაერთიანებული, წყალში გაზავებული ეთანოლი დაალევინეს. მეორე ჯგუფის წყვილებს კი ალკოჰოლით არ გამასპინძლებიან. მეცნიერები 24 საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ მღრღნელებს, შემდეგ კი წყვილები დააცალკევეს და ახალი პარტნიორები მიუჩინეს.

გაირკვა, რომ მამრობითი სქესის “მთვრალმა” მემინდვრიებმა ძალიან იოლად დათმეს გულისსწორები და ახალ ურთიერთობაში ჩაებნენ. “მთვრალი” მდედრები კი თავიანთი ქმრების ერთგულნი დარჩნენ, თუმცა განსაკუთრებული ვნებიანობით გამოირჩეოდნენ – ჩვეულზე მეტად ეკვროდნენ თავიანთ მეწყვილეებს. რაც შეეხება “ფხიზელ” წყვილებს, მათთან ყველაფერი პირიქით მოხდა: მამლები მეწყვილეების ერთგულნი დარჩნენ, ხოლო მდედრების მხოლოდ 2/3-მა შეძლო ოჯახური ერთგულება არ დაერღვია.

გაირკვა, რომ ალკოჰოლი ნეიროპეპტიდებზე მოქმედებს, რაც, თავის მხრივ, ჩვენს სიმშვიდეზეა პასუხისმგებელი. აქედან გამომდინარე, “მთვრალი” მამრები სრულიად მოდუნდნენ და თავს უფლება მისცეს, ახალი პარტნიორებით გატაცებულიყვნენ. ალკოჰოლის მიღების შემდეგ დედლებს შფოთი და ღელვა არათუ შეუსუსტდათ, არამედ გაუძლიერდათ კიდეც. სწორედ ამიტომ ისინი ძალიან აქტიურობდნენ თავიანთ პარტნიორებთან და მუდმივად მათთან სიახლოვის მიზეზს ეძებდნენ.

კვლევის ავტორი ანდრეი რიაბინინი აღნიშნავს, რომ ამ ექსპერიმენტის წყალობით ჩვენ გვეცოდინება არა მხოლოდ ის, თუ როგორ შეიძლება მოიქცეს მთვრალი ადამიანი ამა თუ იმ სიტუაციაში, არამედ გავიაზროთ, რა მოლეკულური ცვლილებების შედეგად ხდება ეს ყველაფერი. ექსპერიმენტი განსაკუთრებით სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანებისათვის.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.