Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აფხაზური ღვინო რუსულ ბაზარზე იანვრიდან ოფიციალურად გაიყიდება

რუსულ ბაზარზე აფხაზური ღვინის ოფიციალური ექსპორტი შესაძლოა, 2008 წლის დასაწყისიდან განახლდეს. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის საიტი კომპანიის ”აფხაზეთის ღვინოები და წყლები” გენერალურ დირექტორზე ვალერი ავიძბაზე დაყრდნობით იუწყება, თუმცა აქვე აცხადებს, რომ ”ჯერ კიდევ დიდი მოსამზადებელი სამუშაოა ჩასატარებელი”.

”მოლაპარაკებებს დისტრიბუტორებთან ვაწარმოებთ, რომლებიც ბაზრის მდგომარეობას იკვლევენ. აუცილებელია, საერთო კონიუნქტურას ვიცნობდეთ, რამდენადაც ბაზარზე ვითარება არსებითად შეიცვალა. ასევე აუცილებელია საექპორტო პროდუქციის მოცულობის განსაზღვრა. დღეს არ ვიცით, რა მოცულობის პროდუქციის ექსპორტირებას შევძლებთ” - განაცხადა ავიძბამ.

საიტის ცნობით, ამჟამად რუსეთში აფხაზური ღვინის კვლევა მიმდინარეობს. თუმცა აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში წარმოებული ღვინის ეტიკეტებზე რუსეთის სახელმწიფო სტანდარტის ნიშანი და შრტიხკოდია დატანილი. შესაბამისად, აფხაზური ღვინო რუსულ ბაზარზე ამჟამადაც თავისუფლად იყიდება. ღვინო «ფსოუს» ეტიკეტზე მითითებულია, რომ ის კომპანიამ «აფხაზეთის ღვინოები და წყლები» აფხაზეთში დაამზადა, ხოლო რუსეთში ღია ტიპის სააქციო საზოგადოებამ შეიტანა. აქვეა მითითებული ამ საზოგადოების მოსკოვის მისამართიც.

სააგენტო ”პირველი”

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.