Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჭარბმოსავლიანობა ფასებს დაბლა წევს

ახალზელანდიელი მევენახეები უშედეგოდ იბრძვიან ჭარბმოსავლიანობის პრობლემების აღმოსაფხვრელად. განსაკუთრებით რთულია ვითარება ქვეყნის სამხრეთით მდებარე მევენახეთა ცნობილ რეგიონ მალბოროში. 

ცნობილია, რომ მსხვილი კომპანიები 1 ტონა ყურძენში მხოლოდ 1200 დოლარს იხდიან, რაც ოდნავ თუ აღემატება მოსავლის თვითღირებულებას.

მევენახეები კი, რომლებსაც გრძელვადიანი კონტრაქტები აქვთ გაფორმებული, ჩივიან, რომ მათ ხანდახან ტონა ყურძენში მხოლოდ 600 დოლარს უხდიან, თუმცა სოვინიონ ბლანის ჯიშის შემთხვევაში ეს ნიშნული 1600 დოლარსაც აღწევს. ამას გარდა, ღვინის მსხვილი სახლები ცდილობენ მევენახეები დაარწმუნონ, რომ მოსავლის მაქსიმალურად დასაშვები რაოდენობა განისაზღვროს 9,6 ტონა ჰექტარზე. ევროპული გათვლებითაც კი მსგავსი “შეკვეცილი” მოსავლიანობა გადაჭარბებულად გამოიყურება, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ მალბოროში ხშირად ჰექტარზე 12 ტონაზე მეტი ყურძენიც კი აუღიათ.

ჭარბმოსავლიანობა ელვისებურად ზრდის ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტს. თუ ადრე ღვინის ნედლეულის ექსპორტი 5% ვერ აჭარბებდა, 2009 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 20% მიაღწია. შედეგად, საცალო მწარმოებლების მრავალი ახალი, ძირითადად ბრიტანული, ბრენდი გაჩნდა.            
 
ოფიციალური პირები თანხმდებიან, რომ ჭარბმოსავლიანობასთან ბრძოლის ერთად-ერთი საშუალება ყურძნის მოსავლიანობის შემცირებაა. თუმცა ძნელი დასაჯერებელია, რომ ახალზელანდიელმა მევენახეებმა თავს ამის უფლება მისცენ.
   
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.