Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Vinitaly 2015

სულ ახლახანს, 20-22 მარტს იტალიაში, ქ. ჩერეაში (ვერონას მახლობლად) ნატურალისტური ღვინის საერთაშორისო გამოფენაში საქართველოდან მონაწილეობა მიიღო ღვინის ხუთმა მწარმოებელმა - „კეროვანი“, „ხოხბის ცრემლები“,  „Cradle of Wine“, „დასაბამი“ და არჩილ გუნიავას საოჯახო მარანი. მათი წარმატებული ვიზიტის შემდეგ ამავე რეგიონს, ამჯერად, ისტორიულ ქალაქ ვერონასა და გამოფენა Vinitaly-ს, „მეღვინეობა ხარება“ სტუმრობს.

Vinitaly წელს 49-დ ტარდება. ღონისძიების ისტორია 1967 წლიდან იღებს სათავეს და მან არაერთგზის განიცადა სახეცვლა. თავდაპირველად აქ  წარმოდგენილი იყო მხოლოდ იტალიური ღვინოები, რის შემდეგაც ღონისძიებამ კონკურსის ფორმა მიიღო და შედარებით შეზღუდული ფორმატით ტარდებოდა. 90-ანი წლებიდან Vinitaly-მ ახალი მასშტაბები შეიძინა, ხოლო 2004 წლიდან, მან, როგორც ბრენდმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მსოფლიოს მასშტაბით. დღესდღეობით ეს არის ღვინის საერთაშორისო გამოფენა, რომლის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები მოიაზრება. Vinitaly იტალიის გარდა, სხვადასხვა დროს ტარდებოდა ჩინეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდოეთში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში. 

წელს Vinitaly-ს გარკვეული ღონისძიებები იანვრის თვეში კანადაში ჩატარდა. ამჯერად  კი  - 22-25 მარტს 4111 მონაწილესა და 155 000-ზე მეტ ვიზიტორს ვერონამ უმასპინძლა. ღონისძიების გრაფიკი განსაკუთრებით დატვირთულია და დღეში, დაახლოებით, 15 აქტივობას ითვალისწინებს - სემინარების, დეგუსტაციების (მათ შორის, ბრმა დეგუსტაციების), კონკურსების (ღვინისა და შეფუთვის კონკურსები) ჩათვლით. 

ქართულ და უკრაინულ ღვინოებთან დაკავშირებული აქტუალური გარემოებების ანალიზს Vinitaly-ს ფარგლებში 22 მარტს სპეციალური სემინარი დაეთმო, რომელსაც გაუძღვა საგამომცემლო სახლი “N” უკრაინიდან. სემინარის სახელწოდება იყო - „უკრაინა და საქართველო: ღვინის ევროკავშირთან ასოცირებული შესაძლო პერსპექტივები“. საინტერესო იყო, ასევე,  სემინარი - „მოგზაურობა ახალი სამყაროს ღვინოებისკენ WSET-თან ერთად“, რომელიც WSET-მა 23 მარტს ჩაატარა. 

© საქართველოს ღვინის კლუბი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.