Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შამპანის შესანიშნავი მოსავალი

წლევანდელი მოსავალი შამპანში, ყურძნის ადრეული დამწიფების თვალსაზრისით, 1822 წლის მოსავლის შემდეგ პირველია. რთველი რეგიონში ჩვეულებრივზე თითქმის ერთი თვით ადრე - 24, ზოგ პროვინციაში  კი 19 აგვისტოს დაიწყო. საფრანგეთის შამპანური ღვინის კომიტეტში (CIVC) თვლიან, რომ ასეთი ვითარება წლევანდელი ამინდითაა გამოწვეული - მკაცრიზამთრისშემდეგდამდგარმაუჩვეულოდთბილმაგაზაფხულმადაწვიმიანმა ზაფხულმა ყურძნის ნაადრევად დამწიფება და, შესაბამისად, ნაადრევი რთველი განაპირობა. ფრანგი მეღვინეები განსაკუთრებით შარდონეს მოსავლით არიან აღფრთოვანებულნი - ხარისხიანი ყურძენი, რომელშიც იდეალურადაა დაბალანსებული შაქრიანობა და მჟავიანობა, შესანიშნავი ღვინის დაყენების წინაპირობას ქმნის. თუმცა, წლევანდელი მოსავლის საბოლოო შეფასება მაინც გაზაფხულზე, ღვინის პირველადი ფერმენტაციის დასრულებისა და დეგუსტაციის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ახალ მოსავალს შეუძლია რამდენიმე წლის განმავლობაში დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნა შამპანურზე. რეგიონის მწარმოებლები ვალდებულნი იყვნენ მოსავლის მაქსიმალური რაოდენობა აეღოთ, რადგან წელს კვოტა ჰექტარზე 10,5 ტონას შეადგენდა. საგულისხმოა, რომ გასულ წელთან შედარებით შამპანურის მწარმოებლებისთვის წელს კვოტა მთელი 20%-ით გაიზარდა, 2011 წლის პირველი ნახევრისთვის კი შამპანურის მიწოდებამ საერთაშორისო ბაზარზე 5,2%-ით მოიმატა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული