Home
ქართული | English

მულტიმედია

ღვინო, სოციალური სტატუსი და ჯანმრთელობა

ფრანგმა მეცნიერებმა ერთი საინტერესო კვლევა ჩაატარეს, რომელშიც 150 000 მოხალისე მონაწილეობდა. მკვლევარებმა მოხალისეები ხუთ ჯგუფად დაყვეს: არამსმელებად, დღეში 1 ჭიქა ღვინის მსმელებად, დღეში 1-3 ჭიქა ღვინის მსმელებად, დღეში 3 ჭიქა ღვინოზე მეტის მსმელებად და სმისთვის თავდანებებულებად. ამასთან, მეცნიერთათვის ცნობილი იყო ექპერიმენტის ყველა მონაწილის სოციალური სტატუსი. კვლევის შედეგებმა გამოავლინა, რომ ის ადამიანები, ვინც ზომიერად იღებს ალკოჰოლს, ნაკლებად ავადმყოფობენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ნაკლებად არიან მიდრეკილნი დეპრესიისკენ და არც ჭარბი წონა აწუხებთ. მეცნირები ამ ფაქტს შემდეგნაირად ხსნიან – ალკოჰოლის მიღება ე.წ. ,,კარგი ქოლესტერინის” კონცენტრაციას იწვევს, რაც ორგანიზმს მისი ცუდი ანალოგისგან გათავისუფლებაში ეხმარება. გარდა ამისა, კარგი, ხარისხიანი ღვინის მოყვარულები საზოგადოების გარკვეულ ფენას მიეკუთვნებიან - კარგ ღვინოს ჯანსაღ საკვებს აყოლებენ და არც სპორტთან თუ სხვა ფიზიკურ აქტივობებთან არიან მწყრალად. ამ კვლევის ავტორი, დოქტორი ბორის ჰენსელი იქვე ხაზს უსვამს, რომ ეს დასკვნა მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერული ექსპერიმენტის შედეგია და სრულებითაც არ ნიშნავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგ ალკოჰოლის პანაცეად გამოცხადებას.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

არქივი

სექტემბერი 2010
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123

გამოკითხვა

რომელი ტიპის მშრალ თეთრ ღვინოს ანიჭებთ უპირატესობას?
კახურს
70%
ევროპულს
30%
სულ 2071 ხმა