გამოქვეყნებულია: 24 ოქტომბერი, 2010 - 13:59
ჩინეთში ცხოვრების დონე იზრდება, შესაბამისად, იზრდება მოხმარებული ღვინის რაოდენობაც. 2006-2009 წლებში ვენახების ფართობი ჩინეთში 6,1%-ით, ყურძნის წარმოება კი 11%-ით გაიზარდა. მეღვინეებსაც არ უზარმაციათ, 2008 წელთან შედარებით, 2009 წელს ქვეყანაში ღვინის წარმოება 28%-ით გაიზარდა. ამგვარად, ღვინის მოხმარების მაჩვენებლების მიხედვით ჩინეთი მსოფლიოში მერვე ადგილს იკავებს. 2009 წელს ქვეყანაში 960 ათასი ტონა ღვინო დააყენეს, ამავდროულად, წარმოების ზრდამ 2002-2009 წლებში დაახლოებით 19%-ით იმატა.
როგორც საერთაშორისო ექსპერტები ირწმუნებიან, ღვინის საწარმოთა რიცხვი ჩინეთში უახლოესი 50 წლის განმავლობაში 10-ჯერ გაიზრდება, მათი მეოთხედი კი უმაღლესი ხარისხის ღვინოს დააყენებს. ამ ეტაპზე ჩინეთი მსოფლიოში ღვინის მწარმოებელი მეექვსე უმსხვილესი ქვეყანაა, ხოლო 2058 წლისათვის, ექსპერტთა აზრით, ამ კატეგორიაში ლიდერიც გახდება.
© ღვინის კლუბი/“Weekend“
თემა:
თქვენი კომენტარი