Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის წარმოება ინდოეთში

2008 წელს ინდოეთის ქალაქ მუმბაიში განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტებმა დიდი დარტყმა მიაყენა ბაზარს და გაყიდვების გლობალური ვარდნა გამოიწვია. უარყოფით შედეგებს ვერც მახარაშტრას ღვინის მეურნეობა გადაურჩა, რომელიც ძირითადად ტურისტულ ინდუსტრიაზე იყო გათვლილი. ტერაქტიდან სამი წლის შემდეგ სიტუაცია ნელ-ნელა გამოსწორებისკენ მიდის, თუმცა, რეგიონის ღვინის 72 მეურნეობიდან 40 საშუალო და მცირე მარანი კვლავაც გაყიდვების პრობლების წინაშე დგას და ვალების რესტრუქტურიზაციის საკითხების გადაჭრას ცდილობს. უნდა ითქვას, რომ ბანკები უარს არ ამბობენ მარნებთან თანამშრომლობაზე და აქტიურად ეხმარებიან მათ ბაზარზე პოზიციების გამყარებაში. კრიზისთან დაკავშირებით, ღვინოზე ფასებმაც იკლო - 750 მლ მოცულობის ერთი ბოთლი ინდური ღვინის შეძენა ახლა 150 რუპიადაც (დაახლოებით 6 ლარი) შეიძლება. ღვინის გაიაფებამ მასზე მოთხოვნის გაზრდა გამოიწვია. გასულ წელს დელისა და დიდ ქალაქებში ღვინოზე მოთხოვნა 30%-ით გაიზარდა, თუმცა, მათ არც პატარა ქალაქები ჩამორჩებიან. გასულ წელს ინდოელ მეღვინეებს წარმოების გაორმაგების ყველანაირი შანსი ჰქონდათ. თუ 2010 წელს დაახლოებით 4,5 მილიონი ლიტრი ღვინო ჩამოასხეს, გასულ წელს ეს მონაცემები დაახლოებით 8 მილიონ ლიტრამდე უნდა გაზრდილიყო. ექსპერტები ინდური ღვინის ექსპორტის ზრდაზეც საუბრობენ, მათი ვარაუდით, ექსპორტის მოცულობა გაორმაგდება და 700 000 ლიტრ ღვინოს მიაღწევს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.