შაბათს, 14 მარტს, 13:00 სთ-ზე, “ტყუპების ძველი მარანი” ქვევრის გახსნასა და სასტუმრო “ძველი მარნის” პრეზენტაციაზე ეპატიჟება თავიანთ სტუმრებს.
წინაპრების ძველ ფუძეზე, სოფელ ნაფარეულში, ტყუპმა ძმებმა, გია და გელა გამტკიცულაშვილებმა მამაპაპისეული მარანი აღადგინეს, ვენახები გააშენეს და ქვევრები ჩაყარეს. დღეს აქ ფრანგული შატოს ტიპის მეურნეობაა, რომელიც მნახველს ბევრ საინტერესოს სთავაზობს.
ადგილზე ჩასული სტუმრები დაათვალიერებენ მარანს, ღვინის საცავს, ვენახებს, საუკუნოვანი ისტორიის საწნახელს, გაეცნობიან საკონფერენციო დარბაზს და სასტუმროს, რომელიც ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს 2-3 დღიან ღვინის ტურებს სთავაზობს. კომფორტული სასტუმრო 24 სტუმარზეა გათვლილი. ნომრის ფასი 50-დან 100 ლარამდე მერყეობს, დილის საუზმის ჩათვლით. საკონფერენციო დარბაზში სასტუმროს საიტის პრეზენტაცია გაიმართება. მოწვეული ღვინის ექსპერტები სტუმრებს ცოცხალ ღვინოს წარუდგენენ და ღვინის ტურიზმის პერსპექტივებზეც ისაუბრებენ; ასევე გააცნობენ ძმები გამტკიცულაშვილების სამომავლო გეგმებს ხელოვნური ტბის მოშენებასთან დაკავშირებით.
ნამდვილად ეგ გახლავსთ.
მე მივდივარ. შენ რას იზამ?
თქვენი კომენტარი