Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის საახალწლო ბაზრობა 2018 - სამზადისი

ღვინის მოყვარულებო, მოემზადეთ, 23 -24 დეკემბერს, ღვინის კლუბი და "ვერის ბაზარი" (ღვინის ქარხანა #1) დიდ დღესასწაულზე, "ღვინის საახალწლო ბაზრობა 2018"-ზე გეპატიჟებით!

ღვინის საახალწლო ბაზრობა 2018 ორვე დღეს დილის 10:00–დან საღამოს 20:00 საათამდე ღვინის #1 ქარხნის ძველ სარდაფებში ორ სართულზე  გაიმართება (შესასვლელები: პეტრიაშვილის ქუჩის და მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან).

ბაზრობაზე მოსულ სტუმრებს ქართული ღვინის კომპანიები და საოჯახო მარნები თავიანთ საუკეთესო ღვინოებს შემოგთავაზებენ საახალწლო და საშობაო სუფრისთვის.

ღვინის ბაზრობაზე შეძლებთ ერთ სივრცეში აარჩიოთ და თავად მწარმოებლებისგან შეიძინოთ თეთრი მშრალი, ქარვისფერი ქვევრის ღვინოები, წითელი მშრალი, ქვევრის, ნახევრადტკბილი და ტკბილი, ცქრიალა ღვინოები, ასევე შემაგრებული ღვინოები, მაგარი სასმელი.

დღევანდელი მონაცემებით "ღვინის საახალწლო ბაზრობაზე" 50-მდე ღვინის კომპანია და მცირე მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. რეგისტრაცია 15 დეკემბრამდე გრძელდება და საახალწლო დღესასწაულს კიდევ ბევრი სიახლე შეემატება. იქნებიან როგორც წამყვანი ქართული ღვინის დიდი კომპანიები, ისე საშუალო და მცირე მეღვინეობები და საოჯახო მარნები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

23 და 24 დეკემბერს, ღვინის საახალწლო ბაზრობაზე მოსულ სტუმრებს თავიანთ საუკეთესო მოსავალს დაგახვედრებენ შემდეგი ღვინის კომპანიები  და საოჯახო მარნები:

მეღვინეობა ხარება, თბილღვინო, თელიანი ველი, მილდიანი, შატო ნეკრესი, ღვინის კომპანია შუმი, შილდა, ბადაგონი, ვახტანგ ბერუაშვილის მარანი "ვახტანგური", სესიაშვილის მარანი, ნათენაძის მარანი, სიმონ ჩხეიძის მარანი, ჯაყელების ღვინო, ბუნებური, ალექსი ციხელიშვილის მარანი, შატო ხაშმი, Togonidze’s wine, ალექსანდრე დისტილერი, უსახელაური, დავით მიხელიძის მარანი, ღვინო კალამი, ღვარძელაშვილის მარანი, ძმების მარანი, ზედაშე, Union Wine Invest, საქველმოქმედო კავშირი თემი, ნოდარ ბაღაშვილის მარანი, მარანი სანავარდო.

ღვინოსთან ერთად იქნება სხვა მაგარი სასმელიც, კომპანია Glassgo Geogia-ს ღვინის მინის ჭურჭელი, ტაბლა ნოვას ღვინის აქსესუარები და სხვ.

ღვინის საახალწლო ბაზრობაზე ქართული პროდუქტიც იქნება წარმოდგენილი: ყველი (Cheese Corner), ჩურჩხელა, ჩირი, თაფლი, მურაბები, შოკოლადი, თხილი და სხვა გემრიელი საახალწლო ნუგბარი. ბაზრობაზე იქნება ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც (არტმანი, ფოტია, ლორინა არტ, ნინო მისრიაშვილი, ხის აქსესუარები, ლიანა სახიაშვილი, თექა, Woodson Georgia).

ჩაინიშნეთ 23-24 დეკემბერი, გვეწვიეთ ღვინის #1 ქარხანაში "ღვინის საახალწლო ბაზრობაზე". გაერთეთ და ისიამოვნეთ. თქვენ გელით ღვინის დიდი დღესასწაული!

ღვინის საახალწლო ბაზრობა 2018-ის საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს ბლოგი მარანი vinoge.com და რადიო უცნობი.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.