Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის დღესასწაული ძველ თბილისში

სალომე აფხაზიშვილი

წინასაარჩევნო დაძაბულობისჩავლისა და არანაკლებ ემოციური მომდევნო კვირის შემდეგ, თბილისელებმა და არა მარტო თბილისელებმა, თბილისობა ოცდამეცამეტეჯერ იზეიმეს. ტრადიციულად, თბილისობა შემოდგომის შუა პერიოდში, ოქტომბრის თვეში ტარდება ხოლმე, თუმცა წელს დედაქალაქელებისთის დღესასწაული შედარებით ნაადრეავად, ოქტომბრის დასაწყისში დადგა. ახალგამოვლილი აქციებისა და დაძაბული მოვლენებით გარემოცული ქალაქის უძველესი უბნები – მეიდანი და მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორია და რიყე, აპოლიტიკური განწყობით მოსული ადამიანებით შეივსო და ტრადიციული რეკვიზიტებით დაიტვირთა – შემოდგომის მოსავლით მდიდარი ტრადიცული ქართული სამზარეულო, სახალხოდ მოწყობილი დიდი საწნახელი, ჩურჩხელები, სხვადასხვა აქსესუარები, ცოცხალი მუსიკის კონცერტი ძველი თბილისის რამდენიმე ადგილას...

ამ ღონისძიებებში თავისი ადგილი დაიმკვიდრა ღვინის კლუბმა და უკვე მეორეჯერ ატარებს აქციას. წელსაც, „ღვინის კლუბის“ ორგანიზებით, „თბილისობამ“ ღვინის კიდევ ერთ აქციას უმასპინძლა. ძველი ქალაქის ცენტრი, მეიდანი სპეციალურად მოწყობილი კარვებითა და სხვადასხვა ღვინის კომპანიების სარეკლამო ბანერებით მოირთო, სადაც საკუთარი პროდუქცია რამდენიმე ქართულმა ღვინის კომპანიამ წარმოადგინა – „მეღვინეობა ხარებამ“, „კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობა“, „მეგობრების მარანმა“, ვაზისადახეხილისსარგავიმასალისწარმოებისეროვნულიცენტრი"აგრომ", კომპანია შუმმა, კორპორაცია ქინძმარაულმა, ღვინის ბარმა „ღვინო ანდერგრაუნდმა“ და რამდენიმე ოჯახურმა მარანმა.

ღონისძიების ყველაზე საინტერესო ნაწილი მაშინ დაიწყო, როდესაც მეიდანზე ერთ–ერთი მცირე საოჯახო მარნის ღვინო ჩამოასხეს ბოთლებში, რითაც აქციის ორგანიზატორებმა ყველა დაინტერესებულ ადამიანს საშუალება მისცეს ღვინის ჩამოსხმის პროცესში თავად მიეღოთ მონაწილეობა. ჩამოსხმიდან დაწყებული, საცობით და ეტიკეტირებით დამთავრებული, სტუმრებმა ყველა პროცედურაში მიირეს მონაწილეობა და თავიანთი სახელითაც დაამშვენეს ბოთლები. ამით, ღვინის კლუბმა ის ადამიანებიც წაახალისა, რომლებიც მცირე და შეზღუდული რესურსით მაინც ცდილობენ ოჯახური მეღვინეობის ტრადიციის აღორძინებას და მომავალში თავიანთ პროდუქციას ბოთლითაც გაყიდიან. აღნიშნული აქციის მნიშვნელობის შესახებ რადიო „ცხელ შოკოლადთან“ ღვინის კლუბის წევრი იაგო ბიტარიშვილი საუბრობს:

„ამ აქციით ჩვენ მაგალითი მივეცით სხვა მცირე მარნებს, რომ მცირე ხელსაწყოებითაც მარტივად შეიძლება ხარისხიანი ღვინის ჩამოსხმა, რაც შიშის მომენტსაც აქარწყლებს გლეხებში, რომელსაც სურს რომ აკეთოს ეს საქმე, მაგრამ ფიქრობს, რომ ძალიან რთულია. ჩვენ ამ არაჩვეულებრივი მაგალითის დემონსტრაცია მოვაწყვეთ. ღონისძიება მნიშვნელოვანია, რადგან ჯერ მარტო ერთ სტენდთან წარმოდგენილია 30–მდე უნიკალური ვაზის ჯიში, რომელსაც მაღაზიებში ვერ შეხვდებით, ეს არის ღვინო, რომელიც ფაქტობრივად არსად არ ისხმევა ან საერთოდ აღარ არსებობს. ღონისძიება იმითაც მნიშვნელოვანია, რომ აქ ადამიანები სრულიად უსასყიდლოდ ეცნობიან ქართულ ღვინოებს, რომლის ყიდვა მაღაზიებში შეიძლება ვერ მოახერხონ“.

ქართული ღვინის ტრადიციების შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის კიდევ ერთი მაგალითი ღვინის ბარმა „ღვინო ანდერგრაუნდმა“ აჩვენა, როდესაც ქვევრის ღვინის სტენდით წარსდგა სტუმრების წინაშე. ქვევრის ღვინის მწარმოებლებმა, სტუმრებს ქვევრში დაყენებული ღვინის რამდენიმე სახეობა შესთავაზეს: ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, ოცხანური საფერე, ჩინური, შავკაპიტო, თავკვერი და რა თქმა უნდა, რქაწითელი და საფერავი კახეთიდან, რამაც აქციაზე მოსული სტუმრების ინტერესი ქართული ღვინის მიმართ კიდევ უფრო გაზარდა: „ღვინო ანდერგრაუნდის“ მენეჯერი რამაზ ნიკოლაძე „ცხელ შოკოლადთან“ სწორედ ამ თემაზე საუბრობს:

„ინტერესი არის იმის, რომ გასინჯონ რაღაც ახალი და ტრადიციული, იმიტომ რომ დღევანდელ პირობებში, როდესაც მთელ მსოფლიოში ღვინის ბაზარი გადაჯერებულია, გურმანი, ვისაც უყვარს ღვინო და ეძებს რაღაც ახალს, ამას ნამდვილად იპოვის ქართული ღვინის სახით, თუ მას ხელი მიუწვდება. მოდიან და კითხულობენ, მაგრამ უკვე იციან ამ ტრადიციის შესახებ და გვეკითხებიან რამდენად სწორად ვიცავთ პროცედურებს ან რა განსახვევებულ მეთოდებს ვიყენებთ“.

ნატურალური ღვინის ფასი 14 ლარიდან იწყება და 47 ლარამდე მერყეობს, თუმცა თბილისობის დღესასწაულზე მოსულ დაინტერესებულ ადამიანებს ტრადიციული წესით დაყენებული ღვინის დაგემოვნება ყოველგვარი ღირებულების გარეშე შეეძლოთ.

ღვინის აქციაზე ახალბედა ღვინის კომპანიებიც გამოჩნდნენ. ამ მხრივ აღსანიშნავია – კომპანია „მეგობრების მარანი“, რომელმაც სტუმრებს პირველი, 2010 წლის მოსავლის ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა მისცა. მათ მიერ ქინძმრაულის ვენახებში მოყვანილი საფერავით კმაყოფილი ადამიანების შეფასებები სხვა კარვებშიც მესმოდა.

ღვინის ფესტივალის მრავალფეროვან პროგარამაში ვაზის იშვიათი ქართული ჯიშებიდან დაყენებული ღვინის დეგუსტაციაც  შედიოდა. რქაწითელისა და საფერავის კარგად ნაცნობ გემოებთან ერთად, დედაქალის მცხოვრებლებს იშვიათი და უცნობი ღვინოების დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცათ. ვაზისადახეხილისსარგავიმასალისწარმოებისეროვნულმაცენტრმა "აგრომ" ჯიღაურას საკოლექციო ნაკვეთზე მოყვანილი ვაზის ჯიშიდან 25–მდე საკვლევი ნიმუში წარმოადგინა: შავკაპიტო, დანახარული, გაბეხაური წითელი, არგვეთული საფერე, ატენური საფერავი, კუნძა, ხიხვი, ქისი და ა.შ.

რამდენად აქვს ნაკლებად ცნობილ ქართულ ჯიშებს თავის გამოჩენის შანსი? ეს კითხვა ჩვენ გიორგი სამანიშვილს დავუსვით:

„რქაწითელიც, საფერავიც, მწავენეც იმდენად კარგი ჯიშებია, რომ მას ალბათ ვერანაირი სხვა ღვინო ვერ დაეწევა, თუმცა ეს უცნობი ჯიშები ნამდვილად ხარისხნია და მათგან არაჩვეულებრივი ღვინო დგება. ამიტომ, ამას დრო სჭირდება, რომ ეს უცნობი ჯიშები ბოთლამდე მივიდეს, ბოთლიდან კი მოსახლეობამდე“.

ღვინის ფესტივალი, ისევე როგორც თბილისობის დღესასწაული, არანაკლები სიხარულით აღნიშნეს უცხოელებმა, რომლებიც ხან ნატურალურ ღვინის, ხანაც უნიკალური ჯიშით დაყენებული ღვინის წრუპვით კარვებს შორის დასეირნობდნენ და დადებით განწყობას ხმამაღალი შეძახილებით გამოხატავდნენ.

„გოგონას ხმა: უკვე ბევრი ქართული ღვინის გასინჯვა მოვასწარი გასული წლების განმავლობაში. და შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც ამ ღვინოებს მაღაზიაში ყიდულობ, არ შეგიძლია იმის გააზრება  კარგია ის თუ არა, განსხვავებით ასეთი შემთხვევებისგან, როდესაც შეგიძლია მოხვიდე, შეხედო და ბევრი მათგანი სრულიად უფასოდ დააგემოვნო; გაიგო მათი გემო, შეხვდე ღვინის მწარმოებლებს, სომელიეებს. მე დღეს ბევრი ჯიშის და წარმოშობის შესახებ გავიგე. მართალია ჯერ ვერ ვარჩევ ღვინოებს, მაგრამ შემიძლია ვთქვა რომ ძალიან მომწონს და მაქვს სურვილი, რომ ვიყიდო და ჩემს ამერიკელ მეგობრებს წავუღო.

ბიჭი ტურისტი: მე მიყვარს საფერავი და მინდა ვთქვა, რომ საოცარი ღვინოა ქართული ღვინო. უკვე სამი კვირაა საქართველოში ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ“.

ღვინის ფესტივალი დილით დაიწყო და საღამოს 6 საათამდე გაგრძელდა, თუმცა ღვინის, ყურძნისა და მისაყოლებლისგან დაცარიელებულ დახლებს, ცნობისმოყვარე ადამიანები და ხალხური სიმღერების მოყვარული ახალგაზრდები გვიანობამდე შემორჩნენ.

© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული