Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Wine Spectator Top 100

1988 წლიდან მოყოლებული, ჟურნალი Wine Spectator ასახელებს წლის 100 საუკეთესო ღვინოს. ჟურნალის რედაქტორები, მთელი წლის განმავლობაში, ათასობით ღვინიდან არჩევენ საუკეთესო ნიმუშებს და სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით, შესაბამის ქულებს ანიჭებენ მათ. 2014 წლის 100 საუკეთესო ღვინის გამოსავლენად 15 ქვეყნის მიერ წარმოებული დაახლოებით 18 000 ღვინის ნიმუში გაისინჯა. ღვინოები შეფასდა 100-ქულიანი სისტემით, მათი ხარისხის, ფასისა და ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით. საერთო ჯამში, წლის საუკეთესო ასეულში მოხვედრილ ღვინოთა საშუალო ქულა 93-ია, ხოლო ფასი - 47 დოლარი. წარმოგიდგენთ Wine Spectator-ის 2014 წლის საუკეთესო ასი ღვინის სიას და პირველი ათეულის დახასიათებას.

1. Dow's, Vintage Port, 2011      

ქულა 99, ფასი 82$, წარმოებულია 5 000 ყუთი

სიის პირველი ადგილის მფლობელი ღვინო პორტუგალიაში, Douro River Valley-ს სოფელ Pinhão-შია დაყენებული. ეს ადგილები ცნობილია შესანიშნავი ვენახებით, რომლებიც კლდოვან ტერასებზეა გაშენებული. ღვინის მწარმოებელია სიმინგტონების ოჯახი, რომლებიც ამ საქმიანობას 1882 წლიდან მოყოლებული მისდევენ. სიმინგტონების ოჯახი დუროში ყველაზე დიდი - 2 400 აკრზე გაშენებული ვენახის მფლობელია. დურო შემაგრებეული სადესერტო ღვინის - პორტოს - სამშობლოა. ხალისიანმა და არომატულმა პორტომ, ბოლო წლებში, დაკარგა პოპულარობა. 2011 წლის შესანიშნავმა მოსავალმა, რომელსაც ბოლო 50 წლის საუკეთესო წელი უწოდეს, მისი დიდება აღადგინა, რადგან ღვინო კვლავინდებურად ხილის არომატებით მდიდარი, ცოცხალი და დაბალანსებული დადგა. ბოთლებში ჩამოსხმამდე ღვინო 18 თვის განმავლობაში მუხის კასრებში ინახებოდა. ხასიათდება შავი ქლიავის, მწიფე ალუბლის, ჟოლოს, შოკოლადისა და აღმოსავლური სანელებლების გამოკვეთილი არომატით და ძალზე ხანგრძლივი დაბოლოებით. ღვინოს აქვს დაძველების შესანიშნავი პოტენციალი. სპეციალისტთა აზრით, მისი გახსნა და დალევა უმჯობესი იქნება 2030-2060 წლებში, როცა ღვინო კიდევ უფრო დაძველდება და გამდიდრდება არომატებით. წარმოებული 5000 ყუთიდან 2000 აშშ-შია ექსპორტირებული.

2. Mollydooker, Shiraz McLaren Vale Carnival of Love, 2012

ქულა 95, ფასი 75$, წარმოებულია 4 729 ყუთი

ესაა ავსტრალიაში, მაკლარენის რეგიონში მოწეული შირაზის ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინო. კომპანიის მფლობელები არიან სპარკ და სარა მარკიზები. ენაზე შეხებისთანავე იგრძნობა ღვინის სხეულიანობა და პირველივე ყლუპიდან ნათლად იკვეთება წითელი კენკრის, მწიფე ალუბლის, დარიჩინის არომატები. ღვინო ამერიკული მუხის კასრებშია დავარგებული და ხანგრძლივი დაბოლოებით ხასიათდება. აღსანიშნავია, რომ ეს ღვინო უკვე მეექვსედ მოხვდა საუკეთესო ასეულში და მესამედ - ათეულში. მის დალევას სპეციალისტები 2022 წლის ჩათვლით გვირჩევენ.

3. Prats & Symington, Douro Chryseia, 2011

ქულა 97, ფასი 55$, წარმოებულია 2 400 ყუთი

ეს ღვინოც, სიის პირველი ადგილის მფლობელი ღვინის მსგავსად, პორტუგალიაში, დუროს რეგიონშია წარმოებული. მისი ისტორია 1998 წლიდან იწყება, როცა სემინგტონების ოჯახის პარტნიორმა ბრუნო პრატსმა უმაღლესი ხარისხის სუფრის ღვინის წარმოება გადაწყვიტა. ღვინო ახალ ფრანგულ კასრებშია დავარგებული და შესანიშნავი ლალისფერი შეფერილობა აქვს. შავი ქლიავის, ჟოლოს, წითელი კენკრის, შოკოლადისა და შავი ზეთისხილის ნოტებით ხასიათდება, დაბოლოებაში კი თეთრი პილპილის ნოტები გამოსჭვივის. საუკეთესო დასალევი იქნება 2016-2022 წლებში.  

4. Quinta Do Vale Meão, Douro, 2011

ქულა 97, ფასი 76$, წარმოებულია 2300 ყუთი

პორტუგალიაში, დუროს რეგიონში წარმოებული ღვინოა. მეღვინე ფრანცისკო ოლაზაბალმა ტრადიციული პორტუგალიური ჯიშების (Touriga Nacional, Touriga Franca, Tinta Barroca, Tinta Roriz) შესანიშნავი შეხამების შედეგად მიიღო მკვეთრი ლალისფერი შეფერილობის ღვინო, რომელიც წითელი ხილის, ნაღების და სანელებლების არომატით გამოირჩევა. დაბოლოებაში იკვეთება მინერალების და თეთრი პილპილის ნოტები. საუკეთესო დასალევი იქნება 2015-2022 წლებში.

5.  Leeuwin, Chardonnay Margaret River Art Series, 2011

ქულა 96, ფასი 89$, წარმოებულია 600 ყუთი

დასავლეთ ავსტრალიაში, შარდონეს ჯიშის ყურძნისგან დაყენებული კლასიკური ღვინოა. 2011 წლის შესანიშნავი ვინტაჟის წყალობით, მეღვინე პოლ ეტვუდმა მდიდარი, კომპლექსური არომატებით გაჯერებული, დელიკატური მჟავიანობის, დაბალანსებული ღვინო მიიღო. ღვინო ტროპიკული ხილის არომატებით გამოირჩევა, იკვეთება მსხლის, მანგოს, ყვავილების და სანელებლების სურნელი. სასიამოვნო, ხანგრძლივი დაბოლოება აქვს. საუკეთეო ფორმაში იქნება 2025 წლამდე.

6. Castello di Ama, Chianti Classico San Lorenzo Gran Selezione, 2010

ქულა 95, ფასი 52 $, წარმოებულია 8 000 ყუთი

მეღვინე მარკო პალანტის მიერ იტალიაში, ტოსკანაში დაყენებული კიანტი კლასიკოა. შესანიშნავი წითელი ფერით გამორჩეული ღვინოა, რომელშიც საუკეთესოდ ერწყმის ერთმანეთს სხეულიანობა და ელეგანტურობა. ღვინო სანჯოვეზეს, მალვაზია ნერასა და მერლოს ჯიშის ყურძნიდანაა დაყენებული და ველური ალუბლის, მარწყვის, ვარდის, ხის ნოტებით ხასიათდება. დაბოლოება ხანგრძლივი აქვს, თუმცა ტანინები შედარებით გვიან იგრძნობა. საუკეთესო დასალევი იქნება 2017-2030 წლებში.

7.  Clos des Papes, Châteauneuf-du-Pape, 2012

ქულა 97, ფასი 135 $, წარმოებულია 6 000 ყუთი

საფრანგეთში, მდინარე რონის სამხრეთ რეგიონში დაყენებული ღვინოა. მწარმოებელი ვინსენტ ავრილი ორგანული მეურნეობის მიმდევარია. ის  ღვინის დასავარგებლად არასოდეს იყენებს ახალ კასრებს. აღნიშნული ღვინო გრენაშის, მურვედრისა და სირას ჯიშის ყურძნისგანაა მიღებული. გადამწიფებული შავი მოცხარის, ალუბლისა და ქლიავის ნოტებით ხასიათდება, აშკარად გამოსჭვივის ნაღებისა და შოკოლადის მინანქრის, აგრეთვე ვაშლის ხის დამწვარი მერქნის არომატი. სხეულიანი, მომრგვალებული ღვინოა, ხანგრძლივი დაბოლოებით. საუკეთესო დასალევი იქნება 2017-2030 წლებში.

8. Brewer-Clifton, Pinot Noir Sta. Rita Hills, 2012

ქულა 94, ფასი 40 $, წარმოებულია 1 226 ყუთი

კალიფორნიაში, სანტა ბარბარას რეგიონში წარმოებული ღვინოა. გრეგ ბრევერი და სტივ კლიფტონი უკვე 20 წელია მეღვინეობას მისდევენ და შესანიშნავი შედეგებიც აქვთ. მათი ტანინიანი ღვინო ველური კენკრის არომატებით ხასიათდება, გამოკვეთილია აგრეთვე ბროწეულის, ლავანდის, შავი ჩაისა და პიტნის ნოტები. საუკეთესო ფორმაში იქნება 2023 წლამდე.

9. Concha y Toro, Cabernet Sauvignon Puente Alto Don Melchor, 2010

ქულა, 95 ფასი 125 $, წარმოებულია 10 100 ყუთი

სახელგანთქმული ჩილიური კომპანიის ღვინო პუენტე ალტოს აპელასიონიდან. 2010 წელი ჩვეულებრივზე გრილი აღმოჩნდა, მაგრამ მეღვინე ენრიკე ტირადომ შეძლო და კაბერნე სოვინიონის ჯიშის ყურძნიდან, 3% კაბერნე ფრანის შერევით და ფრანგული მუხის კასრებში 15-თვიანი დავარგებით, შესანიშნავი ღვინო დააყენა. ელეგანტური, აბრეშუმისებრი ტანინებით გამორჩეული ღვინო მწიფე ქლიავისა და დაჭყლეტილი ალუბლის ტონებით ხასიათდება. იკვეთება აგრეთვე ნაღებისა და პაპრიკის არომატები, დაბოლოებაში კი კაკაოს ნოტები გამოსჭვივის. საუკეთესო დასალევი იქნება 2020 წლამდე.

10. Château Léoville Las Cases, St.-Julien, 2011

ქულა 95, ფასი 165 $, წარმოებულია 8 330 ყუთი

ფრანგული ღვინო ბორდოს რეგიონიდან. უკანასკნელი 10 ვინტაჟიდან 7-ჯერ დაიმსახურა 95 ქულა. ღვინო 76 % კაბერნე სოვინიონის, 12-12 % მერლოსა და კაბერნე ფრანის ნაზავია. დაჭყლეტილი ქლიავისა და მაყვლის კონფიტიურის ნოტებით გამოირჩევა და დაბალანსებული მჟავიანობით ხასიათდება. საუკეთესო ფორმაში იქნება 2018-2030 წლებში.

11. Mount Eden Vineyards Chardonnay Santa Cruz Mountains            2011  95       $60    

12. Château Guiraud Sauternes                                                                        2011       97       $50    

13. Fonseca Vintage Port                                                                                    2011     98      $116  

14. Fontodi Colli della Toscana Centrale Flaccianello                               2011           95      $120  

15. Bedrock The Bedrock Heritage Sonoma Valley                                    2012          95      $42    

16. Two Hands Shiraz Barossa Valley Bella's Garden                                2012          95      $69    

17. Soter Pinot Noir Yamhill-Carlton District Mineral Springs Ranch  2012   95       $60    

18. Château Doisy-Védrines Barsac                                                          2011       95  $35 / 375ml 

19. Luca Malbec Uco Valley                                                                                2012     93       $32    

20. Peter Michael Chardonnay Knights Valley Ma Belle-Fille                     2012         95       $90    

21. Castello di Volpaia Chianti Classico Riserva                                             2010       93       $29    

22. Podere Sapaio Bolgheri Volpolo                                                                   2011    93       $35    

23. St.-Cosme Châteauneuf-du-Pape                                                                  2010     96       $59    

24. Massolino Barolo                                                                                               2009 95       $60    

25. Bodegas y Viñedos O. Fournier Malbec Uco Valley Alfa Crux               2010        94       $54    

26. Emeritus Pinot Noir Russian River Valley Hallberg Ranch                   2011         93       $42    

27. Quinta do Portal Douro Colheita                                                                   2011   92       $15    

28. Château de Beaucastel Châteauneuf-du-Pape                                          2011       94       $97    

29. Hamilton Russell Pinot Noir Hemel-en-Aarde Valley                            2012         93       $46

30. DuMOL Syrah Russian River Valley                                                             2012     94       $55    

31.Tommasi Sangiovese-Cabernet Sauvignon Toscana Poggio al Tufo Rompicollo  2011  92           $18    

32. Hidden Ridge Cabernet Sauvignon Sonoma County 55% Slope            2009         93     $45    

33. Orin Swift Machete California                                                                           2012   93     $48    

34. La Rioja Alta Rioja Viña Ardanza Reserva                                                     2005    92     $30    

35. Amavi Cabernet Sauvignon Walla Walla Valley                                          2011      92     $29    

36. Marcassin Pinot Noir Sonoma Coast Marcassin Vineyard                       2009        97     $125  

37. Giuseppe Cortese Barbaresco Rabajà                                                            2010    94     $55    

38. Aubert Chardonnay Russian River Valley Eastside                                   2012       95     $80    

39. Oddero Barolo                                                                                                       2010           93     $49    

40. Loosen Bros. Riesling QbA Mosel Dr. L                                                         2012     91     $12    

41. Rombauer Chardonnay Carneros                                                                   2012   92     $34    

42. Lapostolle Clos Apalta Limited Release Colchagua Valley                      2010         94     $89    

43. Charles Smith Riesling Columbia Valley Kung Fu Girl Evergreen         2013          91     $12    

44. Viña Cono Sur Cabernet Sauvignon-Carmenère Colchagua Valley       2011          91     $14    

45. Tikal Patriota Mendoza                                                                                       2012              91    $23    

46. Turley Zinfandel California Juvenile                                                               2012     91    $20    

47. Luce della Vite Toscana Luce                                                                             2011              95    $105  

48. Fincas Patagonicas Malbec Mendoza Zolo Reserve                                    2012        91   $19    

49. Trimbach Riesling Alsace                                                                                   2012    91   $25    

50. Abadia Retuerta Viño de la Tierra de Castilla y León Sardon de Duero Selección Especial

                                                                                                                                           2010       92     $35    

51. Giuseppe Rinaldi Barolo Brunate                                                             2010        97       $129  

52. Herman Story Grenache California On the Road                                  2011          93       $42    

53. Ponzi Pinot Noir Willamette Valley Tavola                                             2012         91       $25    

54. Mumm Napa Brut Napa Valley Prestige                                                   NV           91       $22    

55. Veramonte Cabernet Sauvignon Colchagua Valley El Caballero      2011 90       $12    

56. João Portugal Ramos Alentejo Ramos Reserva                                      2012         90       $13    

57. Viña Bisquertt Syrah Colchagua Valley La Joya Gran Reserva           2012           90      $13    

58. TwentyFour Cabernet Sauvignon Napa Valley                                        2010       93      $112  

59. Peter Lehmann Clancy's Barossa                                                                2011     90      $15    

60. St.-Urbans-Hof Riesling QbA Mosel Old Vines                                          2012       90      $16    

61. De Martino Cabernet Sauvignon Maipo Valley Legado Reserva         2011            92     $17    

62. Bodegas Montecillo Rioja Viña Cumbrero Crianza                                 2010          90     $10    

63. Buitenverwachting Sauvignon Blanc Constantia Bayten                     2013           90       $15    

64. Cune Rioja White Monopole                                                                          2013    90       $15    

65. Ornellaia Bolgheri Superiore                                                                        2011    96       $240  

66. Fowles Shiraz Victoria Are You Game?                                                       2012     91       $17    

67. Tohu Sauvignon Blanc Marlborough Single Vineyard                            2013       90       $13    

68. Godelia Mencía Bierzo                                                                                      2010 92      $21    

69. Feudo di Santa Croce Primitivo di Manduria LXXIV                                2010         91     $22    

70. D. Kourtakis Assyrtiko Santorini Greek Wine Cellars                             2012          90     $13    

71. Roar Pinot Noir Santa Lucia Highlands Rosella's Vineyard                  2012         93       $52    

72. Château Lilian Ladouys St.-Estèphe                                                             2011     90       $19    

73. Gérard Bertrand Syrah-Grenache Languedoc                                           2011     90       $19    

74. di Majo Norante Molise Ramitello                                                               2011     90       $18    

75. Disznókó´ Tokaji Aszú 5 Puttonyos                                                  2006        94   $49 / 500ml 

76. Vietti Barbera d'Asti Tre Vigne                                                                    2012     90       $17    

77. E. Guigal Côte-Rôtie Château d'Ampuis                                                     2010       97       $206  

78. Acrobat Pinot Noir Oregon                                                                            2012    90       $20    

79. Marqués de Griñon Cabernet Sauvignon Dominio de Valdepusa      2010           93       $40    

80. Nino Negri Valtellina Superiore Quadrio                                                   2010      90       $20    

81. Domaine de Triennes Vin de Pays du Var St.-Auguste                           2010        90       $20    

82. Mulderbosch Faithful Hound Stellenbosch                                                2011     91       $25    

83. Round Pond Estate Sauvignon Blanc Rutherford                                     2013      90       $24    

84. Bodegas Marqués de Murrieta Rioja Castillo Ygay Gran Reserva Especial

                                                                                                                                        2005        94       $89    

85. Masciarelli Montepulciano d'Abruzzo Marina Cveti S. Martino Rosso

                                                                                                                                        2010        91       $25    

86. Pali Wine Co. Pinot Noir Santa Barbara County Huntington                2012         90       $23    

87. Firriato Sicilia Santagostino Baglio Soria Red                                           2011      91       $23    

88. Christian Moreau Père & Fils Chablis                                                           2012    91       $31    

89. Carol Shelton Zinfandel Mendocino County Wild Thing Old Vine       2011         90       $19    

90. Domäne Wachau Grüner Veltliner Federspiel Trocken Wachau Terrassen

                                                                                                                                       2012         90      $14

91. Domaine La Barroche Châteauneuf-du-Pape Pure                                   2012     95      $78    

92. Vecchia Cantina di Montepulciano Vino Nobile di Montepulciano Incanto

                                                                                                                                        2010          90     $15    

93. Recanati Cabernet Sauvignon Galilee                                                       2012        90       $17    

94. Château Lamartine Cahors                                                                           2011     90       $19    

95. Antonio Barbadillo Manzanilla Sanlúcar de Barrameda Solear        NV    90       $15    

96. Domaine Gerovassiliou Epanomi White                                                   2013       90       $22    

97. Tenuta delle Terre Nere Etna                                                                       2012    90       $22    

98. Domaine Terlato & Chapoutier Shiraz-Viognier Victoria                     2012         90       $19    

99. Loimer Grüner Veltliner Qualitätswein Trocken Kamptal                   2012          91       $22    

100. Saint Clair Pinot Noir Marlborough Pioneer Block 16 Awatere      2012           92       $31    

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული