Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის თემა კინემატოგრაფში

ღვინო და მეღვინეობა მსოფლიო კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. კინემატოგრაფისტები ამ თემას სულ უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ. დოკუმენტური ფილმის - Mondovino კვალდაკვალ, რომელიც მეღვინეობის გლობალიზაციას ეძღვნება, გამოჩნდა ღვინის თემაზე შექმნილი მხატვრული ფილმებიც. ფილმმა "გზისპირზე" (Sideways), რომლის მთავარი გმირიც პინო ნუარის ტრფიალია, აშშ-ში და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ამ ღვინის ბუმი გამოიწვია. "კარგი წელი" (A Good Year) რასელ ქროუს მონაწილეობით მოგვითხრობს, თუ როგორ შეცვალა ღვინომ ინგლისელი ფინანსისტის ცხოვრება. ფილმს "დარტყმა ბოთლით" (Bottle Shock) საფუძვლად უდევს პარიზში გამართული დეგუსტაცია, სადაც კალიფორნიულმა ღვინოებმა დაჯაბნეს საუკეთესო ფრანგული სახეობები და გზა გაუხსნეს ახალი სამყაროს ღვინოებს. იგივე თემაზე მზადდება კიდევ ერთი ფილმი - "სასამართლო პარიზში", სადაც იმ მოვლენათა უშუალო მონაწილე, ბრიტანელი ღვინის ექსპერტი, სტივენ სპურიე იღებს მონაწილეობას.

ღვინის თემას გააგრძელებს კინოკომპანია NBO Films და პროდიუსერი ბენ კარლინი. ისინი იღებენ ფილმს "ძმარი მილიონერისთვის" ბენჯამენ უოლესის წიგნის მიხედვით. წიგნს საფუძვლად დაედო 1985 წლის კრისტის აუქციონის სკანდალური ისტორია, რომელიც აშშ-ს პირველი პრეზიდენტის, ტომას ჯეფერსონის სარდაფის ღვინის გაყიდვას მოჰყვა. ამ ღვინოების შეძენის შემდეგ მილიარდერმა უილიამ კოხმა აუქციონი ფალსიფიცირებული ღვინის გაყიდვაში დაადანაშაულა.
 
vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული