Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Harpers Wine & Spirit 10 საუკეთესო ქართულ საფერავს გამოავლენს

27 აპრილს ვენაში ჟურნალ Harpers Wine & Spirit-ისა და "სამტრესტის" ორგანიზებით გაიმართება კონკურსი, რომელშიც 10 საუკეთესო ქართულ საფერავს გამოავლენენ. კონკურსში მონაწილეობას 20 ქართული კომპანია მიიღებს. ესენი არიან: "თელიანი ველი", "თბილღვინო", "თელავის ღვინის მარანი", "ქინძმარაულის მარანი", "შატო მუხრანი", "კახური", "შუმი",  GWS, "ბადაგონი", "ძმები ასკანელები", კორპორაცია "ქინძმარაული", "ვაზი+", "მილდიანი", "ოროველა", "ტიფლისის მარანი", "დუგლაძეები", "ვაზიანი", "საქართველოს ღვინოები", "ბაგრატიონი", "ბესინი".

რამდენიმე თვის წინათ, "სამტრესტმა" საქართველოში Harpers Wine & Spirit-ის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი, ჯოზეფ დარელი ჩამოიყვანა და ქართული ღვინის ისტორია, ტრადიციები და წარმოების მექანიზმები გააცნო. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, ჩვენი ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ევროპაში  ქართული ღვინის კონკურსი მოეწყოთ. 10 გამარჯვებულ ქართულ საფერავს, რომელთაც კომპეტენტური ჟიური გამოავლენს,  Harpers Wine & Spirit-ის უახლოეს ნომერში ვრცელი მასალა მიეძღვნება. თითოეულ ღვინოს ჟურნალის ერთი გვერდი დაეთმობა. შეგახსენებთ, რომ Harpers Wine & Spirit ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრიტანული გამოცემაა ღვინისა და სპირტიანი სასმელების შესახებ. იგი ყოველ კვირას გამოდის და მკითხველთა ფართო წრისთვისაა განკუთვნილი. გარდა ამისა, 12-14 აპრილს ჯოზეფ დარელი ქართველი მეღვინეებისთვის ვენაში მასტერ-კლასსაც გამართავს.  
 
© მადიანი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული