გამოქვეყნებულია: 29 მაისი, 2011 - 00:39
მაისის დასაწყისში ლუქსემბურგში საერთაშორისო კონკურსი - Concours Mondial de Bruxellesგაიმართა. კონკურსში 50 ქვეყნის 7300-ზე მეტი ნიმუში იღებდა მონაწილეობას, რომლებსაც 40 ქვეყნის წარმომადგენლისგან შემდგარი ჟიური აფასებდა.
Concours Mondial de Bruxelles1994 წლიდან მოყოლებული არსებობს, 2006 წლიდან კი ის ბელგიის ფარგლებს გარეთ – ლისაბონში, მაასტრიხტში, ბორდოში, ვალენსიაში, პალერმოსა და ლუქსემბურგში იმართება.
მომავალი, 2012 წლის Concours Mondial de Bruxelles, რომელიც რიგით მეცხრამეტე იქნება, პორტუგალიაში, მეღვინეობის ცნობილ რეგიონ Vinhos Verdes-ში, კერძოდ კი ქალაქ Guimarães-ში გაიმართება.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი