წელს გამართულConcours Mondial de Bruxelles-ზე ყველაზე მეტი ჯილდო ესპანურმა ღვინოებმა დაიმსახურა - 21 უმაღლესი ჯილდოს გარდა ესპანელმა მეღვინეებმა 152 ოქროსა და 288 ვერცხლის მედალი აიღეს. ამასთან, საუკეთესო თეთრი ღვინის წოდება სადეგუსტაციო კონკურსზე ესპანურმა ღვინომ - Hacienda Zorita Verdejo 2011 Rueda DO - დაიმსახურა. ესპანურმა ღვინოებმა მთელი სადეგუსტაციო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავეს: 8397 ნიმუშიდან, რომელიც კონკურსში მონაწილეობდა, 1600 ესპანური წარმოების იყო. წელს კონკურსის ფარგლებში გამართულ დეგუსტაციებში 40 ქვეყნიდან ჩამოსული 320 მსაჯი მონაწილეობდა. სულ ჟიურიმ 2435 პრიზი გასცა, საიდანაც ფრანგულ ღვინოებს 670 მედალი ერგოთ, მეორე ადგილზე ესპანეთი გავიდა 461 მედლით, მესამეზე კი პორტუგალია 297 მედლით. იტალია მეოთხე ადგილს დასჯერდა - მან 257 მედლის მოპოვება მოახერხა. მომავალ წელს Concours Mondial de Bruxellesბრატისლავაში გაიმართება.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი