Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩინეთში მოლდოვური ღვინისა და კონიაკის მოხმარება გაიზარდა

ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მოლდოვაში ფან ლიმ მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ ფილატთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც გასული წლის სექტემბერში პეკინში მოლდოვური ღვინის პრეზენტაცია გაიმართა და უამრავ სავაჭრო ხელშეკრულებასა თუ კონტრაქტს მოეწერა ხელი, მოლდოვური ღვინისა და კონიაკის გაყიდვები ჩინურ ბაზარზე მკვეთრად გაიზარდა. ჩინელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ აღმოსავლური ახალი წლისთვის ჩინეთის საზღვარს მოლდოვური სასმელებით სავსე კიდევ თხუთმეტი კონტეინერი გადალახავს. აღსანიშნავია, რომ მოლდოვური ღვინის გააქტიურება ჩინურ ბაზარზე 2010 წელს დაიწყო. მოლდოვური ღვინოების პრეზენტაცია ჩინეთში მოლდოვის საელჩოსა და კომპანია HongKong Allfriends Consalting ltd-ის მხარდაჭერით  ჩატარდა. ჩინური მხარე დაინტერესებულია ბაზრის მზარდი მოთხოვნილების შესაბამისად, მოლდოვური ღვინის მსხვილი პარტიები შეიძინოს და ხანგრძლივი სავაჭრო კონტრაქტები გააფორმოს, მომავალში კი ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდაა ნავარაუდევი. კომპანია HongKong Allfriends Consalting ltd–ის წარმომადგენლებმა აგრეთვე განაცხადეს, რომ მზად არიან მომავალი სამი წლის განმავლობაში ჩინეთში მოლდოვური ღვინის ექსპორტის განვითარებაში ხუთი მილიონი ევროს ინვესტიცია ჩადონ. ბიზნესმენები თვლიან, რომ მოლდოვური საკოლექციო ღვინოები მსოფლიოში აღიარებულ და სახელგანთქმულ მარკებს არაფრით ჩამოუვარდება, საჭიროა მხოლოდ მეტი მხარდაჭერა და უცხოური ბაზრების წარმატებით ათვისება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული