Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

10 ყველაზე ძვირადღირებული ესპანური ღვინო

დღეს მსოფლიოში არ არსებობს კოლექციონერი, რომელიც ამ ღვინოებზე არ ოცნებობდეს. ცხადია, ასეთი ღვინოები მეტად შეზღუდული რაოდენობით მზადდება და ფასიც, შესაბამისად, ძალიან მაღალი აქვს. შეგვიძლიაბევრივიკამათოთ, ესმათირეალურიფასიათუარა, მაგრამიმასვერავინუარყოფს, რომმათიარსებობაესპანურიღვინისმართლაცუმაღლესისხარისხისდასტურია. 

Vega Sicilia-ს მმართველის პაბლო ალვარესის თქმით, როდესაც ადამიანი ღვინით ინტერესდება, პირველ რიგში, ფრანგულ ღვინოს "აკითხავს". მაგრამ თუკი ადამიანს ღვინის შესახებ უკვე აქვს გარკვეული წარმოდგენა, ის სხვა ქვეყნის პროდუქტს, მათ შორის ესპანურ ღვინოსაც ეტანება. ესპანური ღვინისადმი დამოკიდებულება ბოლო 20 წლის განმავლობაში საგრძნობლად შეიცვალა. ეს კი ქვემოთ ჩამოთვლილი ღვინოების და, ცხადია, მათი შემქმნელების დამსახურებაა.

უნდა აღინიშნოს, რომ “ესპანური ღვინის საუკეთესო ათეულის” შედგენა ახალზელანდიური პორტალის - Wine-Searcher-ის იდეა იყო. მაშ ასე, წარმოგიდგენთ საუკეთესო ათეულს:

Pingus, Dominio de Pingus, რიბერა დელ-დუერო

ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ღვინო, რომელიცWine-Searcher-ის შეფასებით 898 ამერიკული დოლარი ღირს. ფასს განაპირობებს არა მხოლოდ ის ფაქტი, რომ ამ ღვინისათვის ყურძენს ესპანეთში, პაწაწინა ადგილას გაშენებული 100-წლიანი ვენახიდან კრეფენ, არამედ ისიც, 1997 წელს გემი, რომლითაც ღვინო გადაჰქონდათ, ჩაიძირა და თან ჩაიტანა ამ შესანიშნავი სასმლის 75 ყუთი. სწორედ ამ ფაქტის გამო გაორმაგდა ღვინის ფასი, თუმცა მისი შეძენა დღეს თითქმის შეუძლებელია.  

La Faraona, Descendientes de Jose Palacios, ელ ბიერსო

614 დოლარად შეფასებული ღვინო. ყურძენი, რომლითაც ეს ღვინო მზადდება, მხოლოდ 0,4 ჰექტარზე გაშენებული ვენახიდან იკრიფება და ყოველწლიურად მხოლოდ ერთი კასრი ღვინო დგება.

L'Ermita, Alvaro Palacios, ბელმუნ დელ პრიორატი

ამ ღვინის ერთი ბოთლი 587 დოლარი ღირს. ბორდოში მიღებული განათლებისა და პრაქტიკის შემდეგ, ალვარო პალასიოსი, მამაპაპისეულ მამულში დაბრუნების ნაცვლად, განსაკუთრებული ვენახის ძებნას შეუდგა. 1993 წელს მან აღმოაჩინა მთის ფერდობზე შეფენილი ვენახი L'Ermita, სადაც ძალიან ძველი ვაზი იყო გაშენებული. დღეს ეს ადგილი ქალაქის ღირსშესანიშნაობად არის ქცეული. სწორედ ამ ვენახის ყურძნით იწურება სპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ღვინო. 

Unico Gran Reserva, Vega Sicilia, რიბერა დელ-დუერო

წლების განმავლობაში ეს იყო ერთადერთი ესპანური ღვინო, რომელსაც ექსპერტები უმაღლეს შეფასებას აძლევდნენ. ის დღესაც ინარჩუნებს ამ სტატუსს და მწარმოებლები ერთ ბოთლს 427 დოლარად ჰყიდიან. Vega Sicilia-ს მამული ჯერ კიდევ 1864 წელს შეიქმნა, ალვარესების ოჯახი კი აქ ღვინის დაყენებას 1982 წლიდან შეუდგა. მათ სასმელი ბაზარზე მხოლოდ მაშინ გამოქვთ, როცა თავად მიიჩნევენ საჭიროდ, ამიტომ მყიდველთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. 2009 წელს სოთბის აუქციონზე Vega Sicilia-ს 1960-1995 წლების მოსავლის მაგნუმის სრული კოლექცია 102 ათას დოლარად გაიყიდა. მყიდველმა დასახელებულ თანხაზე 5-ჯერ მეტი გადაიხადა, რომ მის კოლექციას ეს შესანიშნავი ღვინო შეჰმატებოდა.

Pesus, Bodegas Hermanos Sastre "Vina Sastre", რიბერა დელ-დუერო

ამ ღვინის მაღალ ფასსაც, უმაღლესი ხარისხის გარდა, ვენახის სიმცირე განაპირობებს. რიბერა დელ-დუეროს რეგიონის ყველაზე ძველ ვენახში დაკრეფილი ყურძნისაგან ყოველწლიურად მხოლოდ 1500 ბოთლი ღვინო იწურება. ხოლო თუ მეღვინეებს ამინდმა უმტყუნა, ცხადია, ეს რიცხვი ბევრად მცირდება. 

Contrador, Bodega Contrador, ლა-რიოხა

ბენჟამენ რომეომ ეს ღვინო პირველად 1996 წელს, სან ვისენტე დე ლა სონსიერაში, კლდეში გამოკვეთილ მღვიმეში დააყენა. მისი ღვინოები კი მთელ მსოფლიოში მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ღვინის კრიტიკოსმა, ლეგენდარულმა რობერტ პარკერმა 100 ქულით შეაფასა. დაყენების განსაკუთრებული წესი და შეზღუდული რაოდენობა გახდა იმის მიზეზი, რომ ღვინო  322 დოლარად შეფასებულიყო.

Clos Erasmus, Clos i Terrases, დელ პრიორატი

ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში ამ ღვინის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. თუმცა მისი მეპატრონის - ქალბატონი დაფნა გლორიანის დაუღალავი შრომის შედეგად ეს სასმელი ყველამ აღიარა და დღეს ბაზარზე ერთი ბოთლი 294 დოლარად არის შეფასებული.

Remirez de Ganuza Gran Reserva, ლა-რიოხა

ესპანეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი რჩეული ღვინო დღეს 251 დოლარი ღირს. თავად კომპანიის მეღვინე ასე ახასიათებს საკუთარ პროდუქტს: “სუფთა, ძლიერი და მომაჯადოებელი, მიმზიდველი ფერითა და დაუვიწყარი არომატით”. ფერნანდო რამირეს დე განუსას ვენახები მთებზე აქვს გაშენებული, ამიტომ მისი ყურძენიც გამორჩეულია და მისგან დაწურული ღვინოც შესანიშნავია.

Viña el Pisón, Artadi, ლა-რიოხა

ამ ღვინის მაღალ რეიტინგს და, შესაბამისად, მაღალ ფასს - 250 დოლარი, შემდეგი მიზეზები განპირობებს: შეზღუდული რაოდენობა, რობერტ პარკერის 100-ქულიანი შეფასება და ღვინის დაწურვა-დაყენების ტრადიციული მეთოდები.

Reserva Especial, Martinez Lacuesta, ლა-რიოხა

ამ მამულში ღვინოს 1895 წლიდან წურავენ და მისი პირველი მფლობელები 21 წლის ადვოკატი ფელიქს მარტინეს ლაკუესტა და მისი ძმები იყვნენ. ეს მეურნეობა დღემდე ამ ოჯახის საკუთრებაა და მიუხედავად იმისა, რომ დღეს მარანი სხვა ადგილას აქვთ გაშენებული, ისინი კვლავ ინარჩუნებენ იმ ტრადიციას, რომელიც წინაპართაგან ერგოთ მემკვიდრეობით. 210 დოლარად შეფასებულ ღვინოს თავად მფლობელი ასე ახასიათებს: “ჩვენი ღვინო იწარმოება მხოლოდ კარგი ან ძალიან კარგი მოსავლისას. მეტად მნიშნვნელოვანი კომპონენტია – თიხიან-კირიანი ნიადაგი, ატლანტიკური კლიმატი და თავად ტემპრანილოს ჯიშის ყურძენი. ეს არის რბილი, დახვეწილი, წმინდა და არომატული ღვინო, რომელშიც საოცრადაა შეხამებული ტანინი და მუხის არომატი.”

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული