Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მირანდა ჩხეტიანი, მირანდას ღვინო, მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (60)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

– ასე კონკრეტულად აღარც კი მახსოვს როდის მივიღე ეს გადაწყვეტილება, რადგან ვაზის მოვლასა და ღვინის დაყენებაში ყოველთვის ჩართული ვიყავი, თუმცა ჩემი ბრენდით პირველად 2017 წლის მოსავალი ჩამოვასხით.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

– ამ ეტაპზე მაქვს მხოლოდ ტვიშის ცოლიკოური, ჯერჯერობით არ განვიხილავ ახალი ჯიშების დამატებას.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

– ტვიში არის ადგილწარმოშობის ღვინო, ვაზი გაშენებულია ცნობილ მიკროზონაში, სოფელ ტვიშში, ღვინო ხასიათდება მწიფე ხილის არომატებით, არის მსუბუქი და ჰაეროვანი.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

– ჩემი ღვინის პირველი დეგუსტაცია რესტორან „ბინა 37“-ში მოეწყო, პირველი მაღაზია კი „ზეღვინო“ იყო.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

– ახლო მომავალში ვგეგმავთ ამერიკის ბაზარზე შეტანას.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

– განსაკუთრებული სირთულე არ მახსენდება, პატარა სირთულე და დაბრკოლება კი ერთგვარი სტიმულის მომცემია.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

– პირველ რიგში, მთავარია დაიხვეწოს ღვინის ხარისხი და ჩვენი პროდუქციის შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს სწორად მიეწოდოს.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

არასდროს დაგეზაროთ შრომა და ყოველთვის გიყვარდეთ თქვენი საქმე, მაშინ ყველაფერი გამოგივათ!

მარნის დასახელება: მირანდას ღვინო

მარნის მისამართი: ცაგერის მუნიციპალიტეტი, სოფელი ტვიში

ტელეფონი: +995 598264378

ელფოსტა: micowinery@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: მირანდას ღვინო Miranda's wine

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული