Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რა განათლება სჭირდება მეღვინეს?

და არის თუ არა ქართული განათლების სისტემა ამის ადეკვატური?

სალომე აფხაზიშვილი

ბოლო დღეებში, განსაკუთრებული განხილვის საგანი აგრარულ, ყოფილი სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის გარშემო განვითარებული მოვლენები გახდა. მიზეზი განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერება გახდა. შედეგად, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული პრობლემების გარდა, რამდენიმე მოსაზრება იმასთან დაკავშირებითაც გამოითქვა, რომ ქვეყნის მთავრობა, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებას უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად მიიჩნევს, დარგის წარმატების ერთ-ერთ აუცილებელ პირობად, სწორედ პროფესიონალი კადრების მომზადებას უნდა განიხილავდეს.

გააგრძელებს თუ არსებობას აგრარული უნივერსიტეტი? ამ თემაზე გადაწყვეტილებას საბჭო რამდენიმე დღეში გამოიტანს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ და რა პროგრამებით აპირებს აგრარული უნივერსიტეტი პროფესიონალი კადრების მომზადებას სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში. აგრარული უნივერსიტეტის პრორექტორის, ზვიად ჭეიშვილის თქმით, თუკი უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხი დადებითად გადაწყდება, მეღვინეობა-მევენახოების მიმართულების სტუდენტები კიდევ უფრო აქტიურად შეძლებენ იმ სამეცნიერო, ლაბორატორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებში ჩართვას, რომელიც უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დასაწყისში დაინერგა და განვითარების პროცესშია. აღნიშნულ პროგრამას პრორექტორი ასე ახასიათებს:

„ეს არის კომპლექსური პროგრამა, რომელიც ვენახის გაშენებიდან დაწყებული, მისი აგრო-ტექნიკით, გადამუშავებით, სორტირებით და ჩამოსხმით გაგრძელებული, ბაზარზე გატანით დამთავრებული ყველა ძირითად პროცესს მოიცავს“.

სწორედ სრულყოფილ პრაქტიკულ განათლებას მიიჩნევენ ენოლოგები და ღვინის ექსპერტები უმთავრეს პრიორიტეტად მეღვინეობის განათლებაში, თუმცა ამასთან ერთად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანალიტიკურ მუშაობას ანიჭებენ და ამბობენ, რომ ქართული განათლების სისტემა, ამ მიმართულებას ნაკლებად იზიარებს, ზოგჯერ კი მთლიანად უგულებელყოფს მას:

„როგორ შეიძლება აგრონომი მომზადდეს სასწავლო პრაქტიკების გავლის გარეშე? სწავლების ის პროგრამა, რომელიც უნივერსიტეტებმა ახლა დაინერგეს, კადრების სრულყოფილი მომზადებისთვის საკმარისი არ გახლავთ. ეს არის მთავარი საყურადღებო და არა ის წვრილმანი დარღვევები, რომელსაც დღეს აგრარულ უნივერსიტეტს ედავებიან. აგრონომიული კადრების მომზადების სხვა ძირითადი კერა საქართველოში არ არსებობს, ამდენად სწორედ ამაზე უნდა იყოს აქცენტირებული მთელი ყურადღება“- აღნიშნავს პროფესორი ნოდარ ჩხარტიშვილი რადიო „ცხელ შოკოლადთან“ საუბარში. მისი თქმით, დარგის პროფესიული განვითარებისთვის ასევე საჭიროა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის აღდგენა და გააქტიურება, რასაც აგრარულ უნივერსიტეტთან შეერთებამდე, მეღვინეობა-მევენახოების ინსტიტუტი ახორციელებდა.

„მთავრობამ ამას უნდა მიაქციოს ყურადღება. ინსტიტუტები ან უნდა აღდგეს თავიანთი უფლებებით, ანდა უნივერსიტეტებმა უნდა შექმნან პირობები კვლევისთვის, თუმცა ახლა ეს გამორიცხულია, რადგან აღარ არსებობს ადამიანური რესურსი, რასაც ყურადღება სჭირდება“.

მეღვინეობის განათლებაში კვლევითი მიმართულების განვითარების იდეას ეთანხმება ენოლოგი გიორგი სამანიშვილიც, რომელიც ამბობს, რომ დარგის განვითარებისთვის არამხოლოდ დაბალი კვალიფიკაციის მქონე ტექნიკური მუშაკების გაზრდა, არამედ მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაც არის საჭირო, რომლებიც სფეროში არსებულ პრობლემების კვლევას შეძლებენ და სიახლეებს დანერგავენ.

სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება, აგრარული უნიევერსიტეტის ახალი პროგრამების ერთ-ერთი ნაწილია. როგორც ზვიად ჭეიშვილი ამბობს, სამეცნიერო პროექტებისთვის გამოყოფილი თანხებით, მაგისტრანტები და დოქტორანტები დაფინანსდებიან, რომლებიც კვლევას რამდენიმე მიმართულებით ჩაატარებენ, თუმცა ამ პროექტებს შორის მეღვინეობა-მევენახეობის პროგრამა ჯერ-ჯერობით არ მოიაზრება.

დღევანდელი მდგომარეობით, აგრარულ უნივერსიტეტში არსებულ პროგრამაზე მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით სწავლის გაგრძელების სურვილს დაახლოებით 80-მდე პირველკურსელი გამოთქვამს, რომელთათვისაც, უნივერსიტეტის პრორექტორის ინფორმაციით, სასწავლო პრაქტიკების კურსი შემუშავდა:

„გვინდა, რომ სასწავლო პრაქტიკები ორ მიმართულებად დავყოთ. პირველი მიმართულების მიხედვით, სტუდენტები გამოიმუშავებენ შრომის კულტურას, მეორე კი სპეციალობის პრაქტიკები იქნება, რომელსაც ყველა ბაკალავრი გაივლის“.

აგრარული უნივერსიტეტის შენობაში მოქმედებს ლაბორატორიაც. მის მფლობელობაშია ასევე ვენახები საქარასა და სკრაში, სადაც სტუდენტებს იშვიათი ვაზის ჯიშების გაცნობის და მასზე დაკვირვების საშუალებაც ეძლევათ. ზვიად ჭეიშვილის განცხადებით, ახალი პროექტების მიხედვით, მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულების ყველა სტუდენტი საწარმოო პრაქტიკის გავლას მეორე კურსიდან დაიწყებს.

საწარმოო პრაქტიკებს, დარგის სწორი განვითარების უმნიშვნელოვანეს რგოლად მიიჩნევს ნოდარ ჩხარტიშვილიც, რომელიც საფუძვლიან პრაქტიკულ განათლებას მაღალკვალიფიციურობის გარანტიას უკავშირებს:

„რაღაც საშუალება უნდა ჰქონდეს სტუდენტს, რომ საწარმოო პრაქტიკა გაიაროს. უნივერსიტეტს თავის მფლობელობაში უნდა ჰქონდეს საწარმოები, სადაც სტუდენტი პრაქტიკას გაივლის. სწავლის პროცესში შეიძლება შეცდომებიც დაუშვას, რაიმე დააზიანოს კიდეც, მაგრამ ის თავის შეცდომებზე ისწავლის. მეღვინე, რომელიც თავისი თვალით ვერ ნახავს ღვინის დაყენების პროცესს და მასში ჩართვის შესაძლებლობა არ მიეცემა, მისი განვითარება წარმოუდგენელია. ასე მაღალკვალიფიციურ კადრებს ვერ მივიღებთ“.

მეღვინეობა-მევენახეობის დარგში არსებულ პრობლემებზე დღეს მიმდინარე დისკუსიები პირველ რიგში სწორედ ობიექტური და კვალიფიციური ინფორმაციის არსებობას უკავშირდება, რომელიც პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი ყველაზე მართებული გზაა. ინფორმაცია კი განათლების შედეგია, რომელიც სხვა ბევრ კომპონენტთან ერთად, ქართული განათლების სისტემაში ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.

© რადიო "ცხელი შოკოლადი"



წელს ვამთავრებ მაგისტარურას აგრარულში მეღვინეობის ტექნოლოგიაზე ჩავაბარე. ამ ორი წლის განმავლობაში ერთი საგანიც არ გვქონია ისეთი სადაც სიტყვა ღვინო მაინც ერია :) პრაქტიკებზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია....


აგრარულში ეხლა ვინც ასწავლის ბენდუკიძის კადრები სოფლის მეურნეობაში ტყემალზე ზიან, ნამდვილი პროფესორები ბენდუქიძემ გაყარა, 2 პროფესორი გამოკრულ განთავისუფლებულების სიასთან მოკვდა...ეს ცოდვა გასიებულის კისერზეა....სტუდენტებმა მოითხოვეს ძველი ლექტორების დაბრუნება და ტკვენც და ისინიც იმაზე გვკიდიხართო იყო პასუხად.....

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.