Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბარბალეს მარანი - მცირე მარნების ანთოლოგია (97)

- მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ მეღვინე გამხდარიყავით?

- „ბარბალეს მარანი“ 2014 წელს შეიქმნა, 2020 წლიდან ბაზარზე გამოვიდა პრემიუმ ღვინოებით. სახელი მომდინარეობს ქართული მითოლოოგიიდან, ნაყოფიერების ქალღმერთ ბარბალედან, რომელიც განასახიერებს სიცოცხლის ციკლს.

- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- ბარბალეს მარანი აწარმოებს იმერულ, კახურ და ლეჩხუმის ღვინოებს, ასევე გვაქვს რამოდენიმე უცხოური ჯიშიც. ჩვენ ასორტიმენტში შეხვდებით ოცხანურ საფერეს, ციცქა-ცოლიკაურს, ქვევრის ცოლიკაურს, შარდონეს, მალბეკს, კახურ მწვანეს, უსახელაურს, ლეჩხუმის ცოლიკაურსა და სხვა, სხვადაასხვა მოსავლის წლებიდან.

-  რა არის თქვენი საყვარელი პროცესი რთველიდან ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე, რომელსაც სიამოვნებით, დაუღალავად აკეთებთ?

- მეღვინესთვის ყველა პროცესი საყვარელია, სწორედ ღვინოსთან მუშაობის ესეთი სიყვარული ხდის თითოეულ ღვინოს განსაკუთრებულს. ძალიან რთულია გამოირჩეს რაიმე კონკრეტული ეტაპი, რთველი გამოირჩევა იმით, რომ ყველაფრის დასაწყისია, ჩამოსხმა კი იმითაა განსაკუთრებული, რომ შენი შრომის შედეგს აბოლოებ და სხვებისათვის სიამოვნების მისანიჭებლად ამზადებ.

-  გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- ურთიერთობა პირველად 8000 მოსავალთან გვქონდა და დღემდე აქტიურად ვთანამშრომლობთ.

- გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

- წელს პირველად გავალთ ამერიკის ბაზარზე.

-  რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- მეღვინეობა გამოწვევებით სავსე საქმეა, დაბრკოლებები ყველაფერში გვხვდება და მთავარია მათთან ბრძოლასა და გადალახვას მივეჩვიოთ. რაც შეეხება განვითარებას, საქართველოს შიდა ბაზარი არის არასტაბილური და შესაბამისად ამის დახვეწა იქნება საუკეთესო რამ როგორც მეღვინეებისათვის, ასევე ღვინის მოყვარულთათვის.

- რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად?

- მაღალის ხარისხის ღვინის მისაღებად აუცილებელია ბევრი რამ, ხარისხიანი აღჭურვილობა, სწორად გამართული ინფრასტრუქტურა, კომპეტენტური მუშახელი, სანდო კონტაქტები და რაც მთავარია მონდომება. ღვინო ანარეკლია იმისა, თუ ვინ აკეთებს მას, ამიტომაც ის ხასიათი, მონდომება და სურვილი, რითაც ღვინოს ვაკეთებთ, დიდ მნიშვნელობას თამაშობს სხვა მატერიალურ ფაქტორებთან ერთად.

- თქვენი აზრით. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

- ქართული ღვინის კულტურა ყველასთვის ცნობილია თუ რაოდენ ძველია, ამ საკითხის პოპულარიზაცია საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია მასთან ერთად კი მომხმარებლებთა ღვინისადმი გათვიცნობიერებასა და „გაწაფვაზე“ მუშაობაც. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ქართული ღვინის ბაზარი არ შემოიფარგლოს მხოლოდ ვიწრო ტექნოლოგიური ჩარჩოებით, იყოს ხშირი პრაქტიკის გაცვლები როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ მეღვინეებთანაც.

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- დამწყებ მევენახე-მეღვინეებს ვურჩევდი თავიანთი საქმის სიყვარული სრულად ჩააქსოვონ ამ სფეროში, თავისუფლები იყვნენ გარისკვისას,, არ შეუშინდნენ დაბრკოლებებს და ბევრი იშრომონ.

მარნის მისამართი: თბილისი, ვახტან გორგასლის 19

ტელეფონი: 551113620
ელფოსტა: info@barbalesmarani.com
ვებ/ფეისბუკ გვერდი: barbalesmarani.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.