Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“თედო პაპას მარანი” - მცირე მარნების ანთოლოგია (80)

- როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

- თედო პაპას მარნის დაარსება გადავწყვიტე მისი ისტორიის გამო. ეს მარანი ჩემს წინაპრებს საჩუქრად გადასცა თადეოზ ჩოლოყაშვილმა, მეც ვეცადე, რომ სიძველედამეტოვებინა პირვანდელი სახით, ისტორია კი გამეცოცხლებინა. მარანში არის საუკუნისქვევრები თავმოყრილი,  ჯამში 25  ტონის ტევადობის. ვენახი და ვაზი ბავშვობიდან ნაცნობიაჩემთვის და ვცდილობ ღირსეულად გავაგრძელო ტრადიცია. ამჟამად მარანში ვიღებვიზიტორებს და ვაცნობ ჩემი მარნისა და ხაშმის ისტორიას.

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

- ვენახი მდებარეობს სოფელ ხაშმში, ამიტომ ხაშმის საფერავი და რქაწითელი არის გაშენებული. მაქვს ასევე ახალშენი, სადაც ძირითად ნაწილს საფერავის ჯიშის ყურძენი წარმოადგენს.

- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო
- ვაწარმოებ ხაშმის საფერავსა და რქაწითელს. ხაშმის საფერავი ლეგენდებით სავსეღვინოა და ვცდილობ ისე მივხედო, როგორც მას შეეფერება. უნდა ვთქვა, რომ მეც ამღვინოსთან ერთად ვიზრდები, როგორც მეღვინე, ეს კი მნიშვნელოვანია ჩემთვის.

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება

- ღვინოს ვყიდი მარნიდან. ვიზიტორები მყავს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან, წელს ვუმასპინძლე ბრაზილიელებს და შოტლანდიელებს. მინდა ყველამ გაიცნოს ჩემიღვინო და მარანი, ესაა ჩემი სურვილი და მიზანი

გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე? 

- ჩემი ღვინო მხოლოდ იტალიაში იგზავნება წელიწადში რამოდენიმეჯერ გარკვეული რაოდენობა.

- თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის? 

- ცნობილია რომ საქართველოდან მსოფლიოში გავრცელდა ღვინის კულტურა ჩვენ გვაქვს რვაათასწლოვანი ტრადიცია ღვინის წარმოებისა. ჩემი აზრით, საქართველომ მსოფლიო ბაზარზე თავისი ნიშა უკვე იპოვა ქვევრის ღვინის სახით.

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- არ შეუშინდნენ გამოწვევებს აირჩიონ ღვინის წარმოების კონკრეტული ხაზი უყვარდეთ თავისი საქმე.

მარნის მისამართი: საგარეჯოს რაიონი, სოფელი ხაშმი, თედო პაპას მარანი

ტელეფონი: 577338097

ელფოსტა:otarmenabdishvili@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: თედო პაპას მარანი/tedo papas marani

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული