Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჯინის ძვირფასი კოლექცია

შეიქმნა ჯინის ახალი კოლექცია Bombay Sapphire Revelation. კოლექცია შედგება ბროლის ხუთი ხელნაკეთი ბოთლისგან, რომლებიც საფირონებით და ბრილიანტებითაა მორთული. ერთი ბოთლი 200 ათასი დოლარი ღირს.

დიზაინის ავტორია კარიმ რაშიდი. ბოთლი გიგანტურ ხუთწახნაგოვან ძვირფას ქვას მოგვაგონებს. წახნაგები იმ ათი ბოტანიკური ინგრედიენტის სიმბოლოებია, რომლებიც სასმელისთვის გამოიყენება.

კოლექციის თითოეული ბოთლი საფრანგეთში დამზადდა კომპანია Baccarat-ის მიერ. ეს კომპანია დახვეწილი ბროლის ნაკეთობების ფუძემდებელი კომპანიაა. ბოთლები იმითაცაა უნიკალური, რომ ინდივიდუალური საცობები აქვთ - უძველესი საიუველირო სახლის, Garrard-ის საფირონებითა და ბრილიანტებითაა მორთული.

ახალი კოლექციის რაოდენობა შეზღუდულია. ის წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს ხუთ უმსხვილეს აეროპორტში - ლონდონის, ნიუ-იორკის, დუბაის, სინგაპურისა და სიდნეის აეროპორტებში, თითოეულში მხოლოდ თითო ბოთლი. მფლობელს შენაძენი აეროპორტიდან გადაეცემა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

კოლექციის გაყიდვიდან შემოსული თანხა ჩაირიცხება საქველმოქმედო ფონდში The Smile Train, რომლის მიზანია გაჭირვებულ ქვეყნებში ბავშვთა ქირურგიის მხარდაჭერა.

 

© „მარანი“

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.