Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჭურის დაკირვა

მთხრ. ფილიპე კვახაძე, 78 წ. (სოფ. პატარა ონი, 28.VII, 1935წ.).

ჭურის დაკირვა. ჭურს ასევ ვკირავთ: ჭურის სიმაღლე ორმოს ამოვიღებდით რგვლათ ისე, რომ ჭურის გარშემო ორი ვერშოკი ცარიელი დაგვეტოვებია. ფსკერზე პტყელ ქვას დავუდებდით, ჭურს ბაწრებით ჩავუშვებდით ორმოში, გვერდებზე ქვებს სოლივით დავუტნევდით და გამაგრდებოდა, ძირში კვიტიტი მოერგებოდა. ტყვიით გავასწორებდით ჭურს და ჩავასხამდით მერე კირს. კირის შესამზადებლად ორი წილი სილა უნდა იყოს და ერთი წილი კირი. ამოვიყვანდით კირს ყელამდე და თავზე ჭურს დოლაკინით (სქელი ფიცარი, ზედ ედება ქვები) დავკეტავდით, რომ ჭურს ზევით არ მოეწია. კირი მაგრათ მოუჭერს პირს ჭურს, ზევიდან უფრო დააწობა კირი ჭურს, ისე მოყვანილი ჭური. მეორე დღეს დოლაკინს ავშლიდით. დოლაკინის აშლა მაშინვეც შეიძლება, თავზე რომ დავაყენებთ ჭურის კირს, ბეჭებზე ჭურს ისე აწვება კირი, რო დოლაკინი აღარც სჭირდება; სიფრთხილისთვის მაინც მეორე დღემდე ვაჩერებდით დაკეტილ ჭურს.

მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის, ტომი IV, ნაწილი III თბილისი, მეცნიერება 1989.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.