Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქვევრის რეცხვა, გაქონვა, გახიზვა - ქიზიყი

ქვევრების რეცხვა. ქვევრებს ერთი კვირის წინ ავხდიდით. რაც უფრო წინ-წინ ახდი, უკეთესია. წყალ ჩავასხამდით; დიდში შიგა ვსხდებოდით და კრაზანით ვრეცხამდით, პატარას სარცხით ვრეცხამდით. ზოგი ქვევრი იყო, რო ერთ დღეს უნდოდა რეცხვა, ზოგი ქვევრი იყო, რომ სამ დღეს უნდოდა რეცხვა, თუ დიდი ხნის უდგამი იყო; ზოგი თითონ წმინდა ქვევრი იყო. ქვევრი თვითონ წმინდავდება შიგა, სუნი აღარა აქ და წყალიც წმინდავდება. სჯობია რო ქვევრში წყალი ჩაასხას, მიავლ-მოავლოს, ჭუჭყი დაულბება და მემრე ადვილათ მოსცვივდება.

გარეცხვაში ვხმარობთ წყლის ჩასასხმელად და ამოსაღებად „ვედრას“, ქვაბს, ქილას, ჯამს, საწურავ გოგრას; ხაპიც იყო სპილენძისა, მაწაწურს (ტილოა ამოსაწურავად) - პატარისთვის.

ქვევრის გაქონვა. ახალი ქვევრი უნდა გაიქონოს, იგრე არ იქნება. დიდ ქვევრში ნამჯას ჩავყრით, დაუბოლებთ, ისე უნდა გახურდეს, რო ხელსა ჰშუშხავდეს. თანაბრათ უნდა გაცხელდეს. ადუღებული ხარის ქონს ჩავასხამთ, დიდი ჯოხით ტილოს მოუსვამთ, მემრე გარედამ წყალ დავასხამთ, რო ქონი არ დაწვას სიმხურვალემ. თუ დაიწვა, უსარგებლო იქნება. ქოცოს ზედადგარზე მოვარქვამთ, დაბლიდან მივცემთ ცეცხლს. იმას ნამჯა არ უნდა, გაჭუჭყიანდება, მემრე ჩავასხამთ ქონს. ჯოხითა და ტილოთ რო ყველგან მოვახვედრებთ, მემრე წყალ დავასხამთ ზევიდან.

ქვევრის დახიზვა. გატეხილ ქვევრს თხის ქონითა და ნაცრით ვხიზამთ. თითო-ოროლამ აგურითა და სანთლითაც იცოდა. ავადუღებდით ქონსა, შიგ ნაცარ ან აგურ ჩავყრიდით ესე თავის ვარაუდზე; რო პატარა შამაგრდებოდა, თხელი არა ყოფილიყო. გატეხილ ქვევრ მჩვრით ესვამდით. პატარა რო გაცივდებოდა, ახლა ხელით ესვამდით მაგრა. გარეცხვის შემდეგ ვხიზამდით, როცა გაშრებოდა.

გატეხილი ქვევრი იხიზება, რომ ღვინო არ გავიდეს. გატეხილში უსვამენ ხიზს.

ქვევრები უწინ იკირებოდა. დაუკირავიც იყო, დუღაბით კეთდებოდა - გარეცხილი კირით, ქვიშით.

ახალი ქვევრის გაქონვა ვიცით. ქვევრში ცეცხლს დაუნთებთ, ადუღებულ ძროხი (ხარის) ქონს, სანთელიც შეიძლება, ჩავასხამთ, ქონში მიხაკ-დარიჩინს, საკმელს ურევდით, კარგი სუნი ექნებაო. ტილოების მოლას უსვამთ, რო ქონი ყველგან მოეცხოს. ტხსაპნიან ქვევრს 25 გირვანქა დაუდნობელი ქონი უნდა. ერთ საათ გასტანს ქონვა. (ქვევრი) დაიგდება იმ საათშივე.

ქვევრსა ვზომავთ შიმშებით. ქუსლს გაუდებთ შიმშას და პირს, მემრე ამათ შუა სხვა შიმშას დავდებთ და , რაც იქნება, ის იქნება. სიმაღლეს რო გავიგებთ, რა სიმაღლეზეც გვინდა, ისე დავაყენებთ. ძირში პტყელ ქვას დაუდებთ, რო ძირი დეედგას. მერე დუღაბს ჩაუსხამთ. მიწას ფილას უკეთებთ, რო არ დაბოშდეს. ქვევრსა დასაფილეს შუა ერთი ვერშოკი უნდა სახსარი. ფილში მარტო დუღაბს ვასხამთ. მემრე კი კირსა და ქვას მივაკრამთ, თან მიწას მივაყრით. არა ვტენით, იმაზე რო, გავტენოთ კირი სულ მაღლა ამოვა.

როცა ცემენტს უსვამთ, მაშინ ფულს აუვსებთ მარტო დუღაბს, გარეშამო ტიტვლად ცემენტს უსვამთ. ერთ დღე-ღამეს დავტოვებთ, მემრე მტკაველ მიწას მივაყრით, დავძეკამთ საძეკით.

პირზე ზოგს აგურის ბაგას გაუკეთებთ, გავლესამთ ბაგას ცემენტრით. შეიძლება ბაგაში ღვინის დადუღება. წინათ მარანი მიწიანი იყო სუფთა, ბაგის ადგილას წინათ მიწა იყო მოჭრილი, ბაგასავით.

ქვევრებს კრაზანითა და სარცხით ვრეცხამთ. ხაპირი - ღვინისა, ან წყლის ამოსაღები, როცა ცოტაღა არის დარჩენილი. სპილენძის ან სამსების გოგრის ფილია. ორი ჯოხი აქვს შებმული - ერთი პირზე, მეორე ძირზე. როცა აამსებენ, პირის ჯოხს ეწევიან, როცა დაღვრა უნდათ, ძირისას ასწევენ და დაპირქვავდება.

მთხრობლები: ბაგრატ გურგენის ძე მენთეშაშვილი, 56 წ., წიგნიერი (სოფ. ქვემო მაჩხაანი); ნიკო ვასილის ძე მეხრიშვილი, 82 წ., წიგნიერი (სოფ. ოზაანი); კოტე დავითის ძე კანდელაკიშვილი, 65 წ., წიგნიერი (სოფ. ქედი); ლევანა ნიკოლოზის ძე თანდაშვილი, 50 წ., უწიგნური (სოფ. ანაგა); თედო ოთარის ძე გველიკოშვილი, 62 წ., (სოფ. ვეჯინი) და სხვანი.

მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და წვრილი ხელოსნობის ისტორიისთვის

ტომი IV, ნაწილი III

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.