Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დიდი ბრიტანეთის ბაზარი - “ქართული ღვინო” – სამოქმედო გეგმა 2020

ეს ბაზარი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთულია ქართული ღვინისთვის. მიუხედავად იმისა, რომ 2009 წლიდან მოყოლებული მუდმივად იზრდება გაყიდვების რაოდენობაც და ღვინის ფასიც, მნიშვნელოვანი წინსვლისთვის, როგორც ჩანს, გაცილებით მეტია საჭირო. 2009 წელს 20,918 ბოთლი ღვინო გავიდა გაერთიანებულ სამეფოში, 2019-ში კი 168 307. ათი წლის წინ 67,260 $ იყო შემოსავალი, შარშან კი - 464,915 $. კლება შეინიშნებოდა 2011-2012, 2014-2015 და 2017 წლებში. ამ ეტაპზე გაყიდვები აღმავლობის გზაზეა დიდ ბრიტანებში, თუმცა ტენდენციის შესანარჩუნებლად და გასაზრდელად მეტი მუშაობაა საჭირო.

ერთი ბოთლი ქართული ღვინის საშუალო ფასი აქ 4,3 აშშ $-ია.

უმთავრეს თემად კვლავაც რჩება ცნობადობის ამაღლება და „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ სამოქმედო გეგმაში პირველ ადგილს სწორედ ეს თემები იკავებენ. ქართული ღვინო რეგულარულად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენა London Wine Fair-ზე. ფუნქციონირებს ქართული ღვინის ოფიციალური ვებ-გვერდი, georgianwine.uk, სოციალურ მედიაში - facebook.com/GeorgianWineUK.  ტარდება ქართული ღვინის მასტერკლასები სომელიეებისა და HoReCa-ს წარმომადგენლებისთვის. დაგეგმილია ქართული ღვინის ფესტივალები დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში (არანაკლებ 6), ასევე შეხვედრები ღვინის სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან. მნიშვნელოვანია ღვინის საქართველოში ღვინის ტურების მოწყობა იმპორტიორებისთვის.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული