Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ზურაბ ხვთისიაშვილი, ღვინო ღვთისია, მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (58)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

საოჯახო მარანი ყოველთვის გვქონდა, პაპას ჰქონდა, სადაც სახლისთვის ღვინოს წურავდა, თუმცა სულ მინდოდა მქონოდა საკუთარი მარანი, სადაც ბიოლოგიურად სუფთად მოყვანილი ვენახიდან მიღებულ ყურძენს დავწურავდი.  ამიტომ გადავწყვიტეთ ძველი მარნის განახლება, ახალი ქვევრების შეძენა. 2016 წელს პირველი ქვევრი შევიძინეთ და ჩავაგდეთ. სწორედ 2016 წელი ითვლება სასტარტოდ „ღვინო ხვთისიასთვის“.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

– ძირითადად რქაწითელის და საფერავის ჯიშები გვაქვს. მცირე რაოდენობით მწვანეს და ქისის ნერგებიც გვირევია ვენახში. გვინდა სხვა კახური ჯიშების დამატება, რასაც ეტაპობრივად განვახორციელებთ.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

– რქაწითელს ტრადიციული კახური მეთოდით 6 თვიანი დავარგებით სრულ ჭაჭასა და კლერტზე, ასევე რქაწითელს ჭაჭასთან რამოდენიმე დღიანი კონტაქტით, და ჭაჭის  გარეშე. საფერავიც იგივენაირად. ასე რომ, განსხვავებული ღვინოები გამოდის და ხალხსაც ძალიან მოსწონს. 2018 წლის საფერავის მოსავალი ბუნებრივად ნახევრადტკბილი გამოგვივიდა რასაც დიდი მოწონება მოყვა.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

– პირველი გამოცდილება ღვინის ნატურალურ ბარებს უკავშირდება, რომელთანაც დღემდე ვთნამშრომლობ, ესაა ღვინო ანდერგრაუნდი და ჯი.ვინო.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

– წელს გადალახა საზღვრები ღვინო ხვთისიამ და ამერიკისკენ აიღო გეზი,

როგორც ვიცით საკამოდ წარმატებულადაც, დიდი მოწონებით.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

– სირთულე ბევრია, პირველ რიგში კარგი ღვინო კარგი ვენახიდან იწყება.

გაზაფხულის დადგომიდანვე იწყება სამუშაოები, არის ხოლმე ძალიან ნალექიანი წელიწადი, რაც სოკოვანი დაავადებების ხელშემწყობია, თუმცა ფარხმალს არ ვყრით. დიდი ძალისხმევაა საჭირო ასევე მარნის და ქვევრის მოვლისთვის, სისუფთავისთვის, ღვინომ რომ ზადი ან დაავადება არ აიღოს და ღირსეულად წარდგეს ხალხის წინაშე.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

–  თანამედროვე ქართულ ღვინოს მრავალნაირი გაგება აქვს, მიმართულებაც...

მე როგორც ბუნებრივი ღვინის მოყვარული, მიმდევარი და დამყენებელი, ამ კუთხით გავაკეთებდი აქცენტს, მეტი ბუნებრივი ღვინო ხალხს, მეტი ეკოლოგია, მეტი სიჯანსაღე და მეტი ბუნებრივი ღვინო თანამედროვე ქართული ღვინის სეგმენტს!  მეტი სიცოცხლე და მრავალფეროვნება გემოებში, არომატებში, ტანინებში თუ მის გარეშე.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

-მოთმინებას, ნებისყოფას, სწავლას და სტაბილურობის შენარჩუნებას. დასახული მიზნისკენ სწრაფვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, სირთულეებთან კომპრომისზე არ წასვლა და წარმატებული შედეგიც არ დააყოვნებს.

მარნის დასახელება:ღვინო ხვთისია

მარნის მისამართი: სოფ. კარდანახი

ტელეფონი: +995 577220525 

ელფოსტა:z.khvtisiashvili@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი:Khvtisia Wine / ღვინო ხვთისია

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.