Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ზაფხული თეთრ ღვინოსთან ერთად

როგორც wine-searcher-ის სტატიაში ვკითხულობთ, გლობალური ინტერესი წითელი ღვინის მიმართ დაეცა, თეთრი ღვინის მიმართ კი პირიქით, გაიზარდა. ამ საიტზე თეთრი ღვინის ძიების წილი 16%-ით მეტია შარშანდელი წლის ამ პერიოდთან შედარებით, წითელი ღვინის შემთხვევაში კი ძიება 6%-ითაა შემცირებული. ღვინის მოყვარულთა ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა ცქრიალა და ვარდისფერი ღვინოების მიმართ. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს უდიდეს ბაზარზეც, აშშ-ში, მსგავსი მონაცემები იყო, მომხმარებელი თეთრი და ვარდისფერი ღვინის ინტერესის ზრდასთან ერთად სადესერტო ღვინოებითაც უფრო მეტად ინტერესდება.

კაბერნე სოვიონინისა და პინო ნუარის მიმართ ინტერესი აშშ-ში არ შეცვლილა, თუმცა როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მსოფლიო ბაზარზე კაბერნეზე მოთხოვნა 13%-ით დაეცა, პინო ნუარის კი გაიზარდა. შარდონემ და სოვინიონ ბლანმა 20%-ით, რისლინგმა კი 8%-ით გააუმჯობესა თავისი წილი მსოფლიო ბაზარზე. აშშ-ს ბაზარზე მკვეთრი ცვლილება იყო რეგიონების მიხედვით. კალიფორნიულ თეთრ ღვინოებზე ინტერესი მსოფლიო მასშტაბით შარშანდელ წელთან შედარებით ნაკლებია,  ბურგუნდიულ ღვინოებზე კი პირიქით.

მენდოსას, ვენეტოსა და შამპანის რეგიონების ღვინოებზეც უფრო დიდი მოთხოვნაა. Wine Searcher-ის მონაცემების მიხედვით, ღვინოების ფასები შარშანდელთან თითქმის ანალოგიურია. თუმცა როგორც სტატიაში ვკითხულობთ, გლობალურად, წითელი ღვინოების ფასი საშუალოდ 4%-ით შემცირდა, თეთრი ღვინოების კი 1%-ით გაიზრდა. მაშინ, როცა კაბერნე სოვინიონს უფრო ნაკლები მომხმარებელი ეძებს, მასზე საშუალო ფასი მაინც გაზრდილია. როგორც ჩანს, ღვინოების მოთხოვნა ფასის ცვლილებას არც იმდენად განაპირობებს. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.