Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კახეთში მორიგი “ყურძნის სკანდალი” მწიფდება

კახეთში ღვინის ქარხნები და გლეხები გასულ წელს მიღებული ყურძნისგან დამზადებული დიდი ოდენობით ღვინის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, მეწარმეები აცხადებენ, რომ თუ ივლისის ბოლომდე ღვინო ვერ გაყიდეს, შემოდგომაზე ღვინის ქარხნები ყურძენს საერთოდ ვერ მიიღებენ. “მიუხედავად იმისა, რომ წელს სახლში დამზადებული ერთი ლიტრი თეთრი ღვინის ფასი 80 თეთრს არ აღემატება, მის გაყიდვას ვერც გლეხები ახერხებენ”, – აღნიშნავენ ცენტრში.

ამ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში. როგორც რადიო ,,კომერსანტს“ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური კრიზისის ფონზე ღვინოზე მოთხოვნა შემცირებულია, საერთო ჯამში ღვინის რეალიზაცია სტაბილურია, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე. ,,თუ რატომ ვერ ყიდის რომელიმე კონკრეტული ქარხანა თავის ღვინოს, ვერ გეტყვით, მაგრამ არა მგონია ეს პრობლემა გლეხებზე იყოს ასახული“, – დასძინა მინისტრმა.
ღვინის რეალიზაციის მასობრივად შეფერხებას უარყოფს გუბერნატორი კახეთის რეგიონში გიორგი ღვინიაშვილი. როგორც ღვინიაშვილმა აღნიშნა, ის, რომ ღვინის გაყიდვა ძველი ტემპებით ვერ მიმდინარეობს, რეალიზაციის შეჩერებას არ ნიშნავს. “ჩვენი მეწარმეები მიბმულები იყვნენ რუსეთის ბაზარს, რომლის დაკარგვამ ღვინის წამოებაში გარკვეული დისკომფორტი შექმნა, თუმცა მას შემდეგ, რაც დასავლეთისა და ევროპის ბაზრები ავითვისეთ, ქართული ღვინის რეალიზაციაც ნელ–ნელა გაუმჯობესდა, რასაც მთავრობა მაქსიმალურად უწყობს ხელს”, – განაცხადა ღვინიაშვილმა.
 
რადიო ”კომერსანტი”

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული