Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხვალ! ტრენინგი ჭრებალოში – მზადება რთველისთვის - ვენახსა და მარანში

5 სექტემბერს 13:00 საათზე  ამბროლაურში, სოფ: ჭრებალო - „ჭრებალოს მარანში“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ The USAID Economic Security Program ფინანსური მხარდაჭერით ატარებს ტრენინგს - მზადება რთველისთვის - ვენახსა და მარანში

ტრენინგს გაუძღვება  მევენახეობა–მეღვინეობის მკვლევარი გიორგი ბარისაშვილი. 

„ღვინის კლუბმა“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო ახალი საგანმანათლებლო პროექტი მცირე მარნებისა და რეგიონული ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. პროექტი ერთწლიანია და ამჯერად იგი იმერეთის, რაჭისა და ლეჩხუმის რეგიონებს მოიცავს. პროექტი გულისხმობს ღვინო და გასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მქონე სოფლებში მევენახე-მეღვინეებისა და დამწყები მცირე და საშუალო მარნების მოძიებასა და მათთვის საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებას.

ტრენინგი 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება და დასრულების შემდეგ ჯგუფი ესტუმრება ერთ-ერთ ადგილობრივ მწარმოებელს,  სადაც ვენახსა და მარანში უშუალოდ გაეცნობა რთველისთვის მზადების დეტალებს.

ტრენინგის სამიზნე ჯგუფია - ღვინის ტურიზმით დაინტერესებული ღვინის მწარმოებლები

დასწრება თავისუფალია, ადგილები შეზღუდულია, რეგისტრაცია დასრულდება ადგილების შევსებისთანავე.

რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.ge ან დარეკეთ ნომერზე: 598 30 86 88

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.