Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

წლევანდელი რთველის წარმატება კალიფორნიაში

კალიფორნიის გეოგრაფიული სიდიდე და მისი უამრავი ღვინის რეგიონი რთველის მრავალფეროვან ისტორიას ქმნის. აქ ვხვდებით როგორც სხვადასხვა ჯიშის ვაზს, ასევე მრავალფეროვან კლიმატს. ამჟამად რთველი ჯერ კიდევ გრძელდება და მიუხედავად იმისა, რომ რეგიონების მიხედვით შედეგები განსხვავებულია, მთლიანობაში მევენახეები ძალიან კმაყოფილი არიან. ეფრილ ლუისი კალიფორნიის ღვინის რეგიონების შესახებ წერს.

მაშინ, როდესაც ზაფხულის სიცხეები საკმაოდ სახიფათოდ დაიწყო, შემოდგომის სიგრილე საბოლოოდ კალიფორნიას შესანიშნავი რთველის შესაძლებლობას აძლევს. ჩრდილოეთ კალიფორნიაში, სონომას დასავლეთ სანაპიროზე, Hirsch Vineyards შეხვდებით, პინო ნუარის ვენახებს, რაც კალიფორნიის სანაპირო მთის ქედზეა გადაჭიმული. მეღვინე ჟასმინ ჰირში წლევანდელ რთველზე წერს: „ჩვენ ძალიან ცხელი ივლისი გვქონდა, რასაც ზომიერი აგვისტო მოჰყვა. მზიანი და თბილი, მაგრამ არა ცხელი ამინდები. წელს კარგი რთველი იყო, ასეთმა ამინდებმა კი ნაყოფის ნელ და თანაბარი დამწიფებას შეუწყო ხელი. წლევანდელი წელი იდეალური იყო მეღვინეების და ფერმერებისათვის.”

როგორც Decanter გვაცნობს, მსგავსი შეფასებებია ჩრდილოეთ კალიფორნიის თბილი რეგიონებიდანაც. ნაპას ველიდან კაბერნეს ცნობილი მწარმოებელი ქეით კორისონი აღნიშნავს: „ამინდი იდეალური იყო ყვავილობისთვის, რაც საკმაოდ დიდ და ნაყოფიერ რთველს გულისხმობს. ნაყოფი თანაბრად დამწიფდა, რაც ბალანსირებული და არომატული ღვინის წინაპირობაა.” ეს წარმატებული დასაწყისია კალიფორნიის სახელგანთქმული ტერუარისთვის.

ნაპას სამხრეთით მდებარეობს Carneros AVA, რომელიც ცივი კლიმატის ჯიშებითაა ცნობილი, მაგალითად შარდონეთი და პინო ნუარით. Domaine Carneros-ის დირექტორი და მეღვინე რემი კოენი ამბობს: „ზომიერი ზაფხულის ტემპერატურა და ხანმოკლე სიცხის პერიოდი იდეალური იყო რთველისთვის.”

მიუხედავად იმისა, რომ კალიფორნიის ღვინოების დიდი ნაწილი სანაპირო რეგიონებიდან მოდის, შტატების ღვინის წარმოების 70%-ს ცენტრალური ველი წარმოადგენს. აქედან დიდი ნაწილი სამომხმარებლო ღვინოებისთვის გამოიყენება, თუმცა Lodi AVA ბოლო წლებში მაღალი ხარისხის ღვინოების, განსაკუთრებით ზინფანდელის, მწარმოებლად იქცა.

Lodi-ის რეგიონში მეღვინე ჩად ჯოზეფი ამბობს: „მიუხედავად საშუალოზე მაღალი ტემპერატურისა, რთველის ტრადიციულად კარგი პერიოდი და ხარისხი მივიღეთ . ახლახან დავიწყეთ წითელი ჯიშებიდან, ზინფანდელისა და მერლოსგან ღვინის დაყენება და ვიტყოდი, რომ რთველი და ნაყოფი საკმაოდ კარგია.” 

ჯოზეფი რთველს გასულ წელს ადარებს და აღნიშნავს, რომ 2024 წელს, ცხელი ივლისის მიუხედავად, რთველის ხარისხი შარშანდელზე უკეთესი იყო, რაც მევენახეებს სასიამოვნო სიურპრიზად მოევლინა.

ცენტრალურ სანაპიროზე განსხვავებულ შეხედულებებსაც ვეცნობით. ცნობილი მეღვინე ადამ ლი პინო ნუარის ვენახების შესახებ აღნიშნავს: „მოსავალი ცოტათი შემცირებულია – დაახლოებით 10%-ით. თუმცა ყვავილობისა და მწიფობის პროცესი შესანიშნავი იყო, ნაყოფი განსაკუთრებულად წვნიანი გამოდის.” 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული